1.სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლის თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
2.სამმართველოს უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის წინაშე;
3.სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე;
4.სამმართველოს უფროსის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვაში, კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ახორციელებს სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ასევე, სამმართველოს უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამუშაო აღწერილობი