სამინისტროს საქმიანობის ფარგლებში სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
1.სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
2.სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და სათანადო მოქმედებების განხორციელება.
მუხლის 3. სამსახურის კომპეტენცია
სამსახურის კომპეტენციას მიეკუთვნება:
1. სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
2. სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებაში განსახილველად წარდგენა;
3. დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე, საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება;
4. სამინისტროს ბიუჯეტის კვარტალური განწერა;
5. სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობის შესაბამისად;
6. სამინისტროს სისტემის მასშტაბით ნაერთი ბალანსების ან/და კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
7. სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინვენტარიზაციის საფუძველზე სათანადო მოქმედებების განხორციელება;
8. საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;
9. სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, მიზნობრივი ხარჯვისა და შესრულების ანალიზი;
10. სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენა/კორექტირება;
11. სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის და მინისტრის თანხმობის საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის (შემდგომში – შესყიდვა) განხორციელების ორგანიზება;
12. შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
13. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარება;
14. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება, ასევე მათში ცვლილებების პროექტების მომზადება;
15. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში;
16. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების აღრიცხვის წარმოება;
17. სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების, მათი შესრულების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
18. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება. ასევე, მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გაცემული წერილობითი და ზეპირი მითითებების შესრულება.
სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილე