1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, ასევე, კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ამზადებს ანგარიშს (პერიოდული, წლიური) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს მოხელეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ი) შუამდგომლობს მინისტრთან სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;

კ) ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შინაგანაწესის დაცვის კონტროლს და მათი დარღვევის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, სათანადო ინფორმაციას აწვდის მინისტრს;

ლ) ახორციელებს სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებულ ფუნქციებს. ასევე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზეპირ და წერილობით მითითებებ