1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის (შემდეგში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. სამსახური საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების და სამართლიანობის პრინციპებით.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენც