1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. ასევე, მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ამზადებს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ი) შუამდგომლობს მინისტრთან სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;

კ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს მინისტრს;

ლ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს;

მ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

ნ) ახორციელებს მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება