სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №10 |
|
2015 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს სადაზღვევო ბროკერების მიერ სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) წარსადგენი ანგარიშგების ფორმების მომზადებისა და წარდგენის წესს, ასევე მათი წარდგენის ვადებს.
2. ეს წესი განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, სამსახურის მიერ რეგისტრირებული ყველა სადაზღვევო ბროკერისთვის.
1. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია მოამზადოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამ წესისა და დანართების (დანართი №1, დანართი №2) მიხედვით.
2. სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგება ზუსტად და რეალურად უნდა ასახავდეს მისი საქმიანობის შედეგებს.
3. ანგარიშგებაში თანხები აღრიცხული უნდა იქნეს ერთეულ ლარებში. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული თანხები წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში ასახული თანხა ექვემდებარება გადათვლას ეროვნულ ვალუტაში, სადაზღვევო ხელშეკრულების/პოლისის ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
1. სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგება შედგება ორი დანართის მიხედვით შედგენილი ხუთი ფორმისგან:
ა) ზოგადი ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის შესახებ (დანართი №1), რომელიც წარმოდგენილია ფორმა №1-ის სახით;
ბ) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში გაწეული საშუამავლო საქმიანობის შესახებ (დანართი №2), რომელიც წარმოდგენილია ფორმა №1.1, ფორმა №1.2, ფორმა №2.1 და ფორმა №2.2-ს სახით.
2. სადაზღვევო ბროკერმა ანგარიშგების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ანგარიშგების შევსების ინსტრუქციით (დანართი № 3).
1.სადაზღვევო ბროკერი ამზადებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ანგარიშგებას და წარადგენს მას სამსახურში ყოველი კალენდარული წლის შემდეგი თარიღებისათვის:
ა) 6 თვის ანგარიშგებას - არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ივლისისა;
ბ) 12 თვის (წლიური) ანგარიშგებას – არაუგვიანეს მომდევნო წლის 28 თებერვლისა.
1. სადაზღვევო ბროკერი ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ ვადებში სამსახურში ელექტრონული ფორმით წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას. ანგარიშგებები ციფრულად ხელმოწერილი უნდა იქნეს დირექტორის ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ.
2. სამსახურში წარსადგენი ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, სამსახურის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმის დაცვით, ხოლო მისი წარდგენა – სამსახურის სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე: Brokersreport@insurance.gov.ge ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული ვადების დაცვით.
3.ანგარიშგებას სადაზღვევო ბროკერი წარადგენს სრულად, ფორმაში ასახული ყველა მაჩვენებლის და ფორმის წყობის დაცვით, მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა ფორმა შევსებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.60.072.016018.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.07.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №10, 23.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3116989/