„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2769
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №27 69

2015 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ერთი მხრივ,  საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015  წლის 26 იანვრის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ერთი მხრივ,  საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №59 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის:

ა) 62-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„62

განხორციელდეს ადმინისტრაციული რეფორმა, სადაც აქცენტი გაკეთდება საჯარო ადმინისტრირებასა და ანგარიშვალდებული, ქმედითი, ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაზე;

და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე.

(ასოცირების დღის წესრიგი;

2.1  პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური)

●სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;

 ანალიტიკური ქვედანაყოფის შექმნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

 

სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

2015

სახელმწიფო ბიუჯეტი.“;

 

          ბ) 123-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„123

ტერორისტული დაჯგუფებებისა და ინდივიდების და მათი მხარდამჭერი ქსელების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, მონაცემთა დაცვასთან და პირადი ცხოვრების დაცვასთან მიმართებით.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 20.1.b)

კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა  ტერორიზმის თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის მიზნით

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

 

 

2015

სახელმწიფო ბიუჯეტი.“;

 

          გ) 182-ე და 183-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„182

თანამშრომლობა დაეფუძნება კონკრეტული საჭიროებების შეფასებას, რომელიც განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების შედეგად და შესრულდება შესაბამისი  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ, ყურადღება გამახვილდება:

f) დოკუმენტების უსაფრთხოებისა და საზღვრის მართვის სფეროებში ისეთი საკითხები, როგორიცაა ორგანიზაცია, ტრენინგი, საუკეთესო პრაქტიკა და სხვა ოპერატიული ღონისძიებები. 

(ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 15.2.f)

საზღვარზე არსებული რისკების ანალიზის სისტემის შემუშავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

 

 

2015

სახელმწიფო ბიუჯეტი

183

საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მიმართულებაზე სასაზღვრო პოლიციის

4 (ოთხი) სასაზღვრო სექტორზე ელექტრონული დაკვირვების სისტემის შემუშავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.”;

 

 

2015

სახელმწიფო ბიუჯეტი.“;

 

          დ) 636-ე და 637-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

„636

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ზომების მიღება და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული მასალების ტერორისტული მიზნებისათვის შეძენის, გადატანისა და გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე მაღალი რისკის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საშუალებების წინააღმდეგ

უკანონო ქმედებების პრევენცია.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება;

მუხლი 20.g)

 

 

 

კატასტროფების რისკების შემცირების ფორმატში თანამშრომლობა ისეთი საშუალებების მიმართვით, როგორებიცაა:

inter alia, ინსტიტუციური კავშირები და ადვოკატირება; ინფორმაცია, განათლება და კომუნიკაციები; საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიმართულია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის ან მათი ზემოქმედების შემცირებისაკენ.

(ასოცირების შესახებ შეთანხმება;

მუხლი 379.g)

 

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის  სამოქმედო გეგმის ფარგლებში:

●  ქბრბ საფრთხის შემცველი ობიექტებისა და ადგილების სრული აღრიცხვა და რუკების შედგენა;

●ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების გეგმების შემუშავება;

ამ გეგმებზე დაყრდნობით,  ერთობლივი ტრენინგების განხორციელება;

●ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის გადამზადება და შესაბამისი აღჭურვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

სსიპ -

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2015

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

ევროკავშირი

 

თავდაცვის 

საფრთხეების შემცირების ოფისი საქართველოში

(DTROG)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

637

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 

 

2015

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

„გადავარჩინოთ ბავშვები“

 

„კეთილი სამარიტელების ორგანიზაცია“

(ASB)

 

„ოქსფამი“ (OXFAM)

 

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“

 

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

ევროკომისიის ჰუმანიტარული და სამოქალაქო დაცვის ოფისის პროგრამის ფარგლებში, „კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში“

პროექტის განხორციელება დაიწყო

2014 წელს.“.

 

 

       2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ირაკლი ღარიბაშვილი