2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ახალ პასპორტზე იმავე პუნქტის შესაბამისად დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ამ მოწმობის, საქართველოს მოქალაქის ამ პასპორტის ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ამ პასპორტის გაუქმების საფუძველი.
საქართველოს 2024 წლის 7 მარტის კანონი №4083 – ვებგვერდი, 13.03.2024წ.