1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ისლანდიაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ისლანდიაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
1. a) როდესაც ისლანდიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ისლანდია დაუშვებს, ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ასეთი გამოქვითვა, ამასთან, არ უნდა აღემატებოდეს საშემოსავლო გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოანგარიშებული იყო გამოქვითვამდე და რომელიც დაკავშირებულია შემოსავალთან, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ისლანდიაში.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ისლანდიის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია ისლანდიაში, ამის მიუხედავად, ისლანდიას შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალ