მუხლი 1299. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობებისაგან
1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მეურვესა და მზრუნველს მათი მოვალეობებისაგან ათავისუფლებს ბავშვის მშობლებისათვის მშობლის მოვალეობების სრულად აღდგენის ან ბავშვის გაშვილების შემთხვევაში.
2. მეურვე და მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდნენ თავიანთი მოვალეობისაგან, აგრეთვე პირადი თხოვნის საფუძველზე, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ცნობს, რომ ეს თხოვნა საპატიო მიზეზით არის გამოწვეული (ავადმყოფობა, მატერიალური მდგომარეობის შეცვლა, სამეურვეო ან სამზრუნველო პირთან შეუთვისებლობა და სხვ.).
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1299. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობებისაგან 1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მეურვესა და მზრუნველს თმავიანთი მოვალეობებისაგან ათავისუფლებს ბავშვის მშობლებისათვის ბავმშვობლის მოვაღსაზრდელად დაბრუნეობის, გაშვილების ან სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სპეციალურ დ აწღდგენისე ან ბულებავშვი მოთს გაშვსილების შემთხვევაში. 2. მეურვე და მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდნენ თავიანთი მოვალეობისაგან, აგრეთვე პირადი თხოვნის საფუძველზე, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ცნობს, რომ ეს თხოვნა საპატიო მიზეზით არის გამოწვეული (ავადმყოფობა, მატერიალური მდგომარეობის შეცვლა, სამეურვეო ან სამზრუნველო პირთან შეუთვისებლობა და სხვ.). საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-944-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
…მშობლის მოვალეობა შვილის მიმართ, ბავშვის ქონების მართვისა და გამოყენების დროს იმოქმედოს მისივე ინტერესების შესაბამისად. ამასთან, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს ( სსკ-ის 1299-ე მუხლი). მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დადგინდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, რითაც დაირღვა…
საქმე №ას-490-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
…ჩუქების ხელშეკრულება და აღდგენილ იქნა მოსარჩელეების საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. 9.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-11- 12-ე, 58-ე, 63-ე, 1198-ე, 1199-ე, 54-ე, 1299-ე, 183-ე, 286-ე, 185-ე, 311-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 85-ე მუხლით. 10. მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი 10.1. ქუთაისის…
…დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე, 1299-ე მუხლები. ბავშვთა უფლებათა კონვენცია. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12-ე მუხლის თა--ხმად - ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის…
…მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, შესაბამისად, სადავო გარიგება, როგორც ბავშვის ინტერესების საზიანო და ამგვარად, კანონსაწინააღმდეგო, ბათილია. სამოქალაქო კოდექსის 1299-ე მუხლის თა--ხმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ზემოაღნიშნულ ნორმათა ა--ლიზი…