გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
080210118002364436
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080210118002364436

#2/1009-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.07.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - თ----- აბზიანიძე

მოსარჩელე - არასრულწლოვანი თ-------–---------ნი, ვ--–------–----------ი, ი-------–----------ი, გ---------–----------ი;

კანონიერი წარმომადგენელი- ლ-–---–----------ი;

ადვიკატი- ხ-----------ე;

მოპასუხე- ი--------–--------ე, დ--------–----------ე;

ადვოკატი- ე-------------ე, მ------------–--ე;

მოპასუხე- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი;

წარმომადგენელი- გ-------------–--ე;

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 25 აპრილს არასრულწლოვნებს თ-----, ვ--–----, ი----- და გ---------–----------ებს და ი--------–--------ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება გარიგების დადების მომენტიდან 2016 წლის 25 აპრილიდან.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ი--------–--------ეს და დ-------–----------ეს შორის 2016 წლის 05 მაისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

1.3. არასრულწლოვნები თ-------–---------ნი, ვ--–------–----------ი, ი-------–----------ი, გ---------–----------ი აღირიცხონ უძრავი ნივთის (ქ. ქუთაისში, ი--------------------------------) თა--მესაკუთრეებად.

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ი--------–--------ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს/კ 0-.0-.2-.3---0-.0--;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2007 წლის 23 მარტიდან ქორწინებაში იმყოფება ი--------–--------ესთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები ა--, თ-----, ვ--–----, ი----- და გ---------–----------ები. მეუღლე და შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. დედამ ი--------–--------ემ შვილები ერთი წელია მიატოვა და შვილები იმყოფებიან მამასთან, დედა არ ურთიერთობს შვილებთან და არ იღებს მონაწილეობას მათ აღზრდაში, უფრო მეტიც საზიანოდ მოქმედებს შვილების მორალური და ქონებრივი ინტერესების მიმართ და ახდენს მათი ქონებრივი ინტერესების უკანონო ხელყოფას. არასრულწლოვნებს, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა სამინისტროს წერილის და ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 05 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ქუთაისში, ი.----------------------------- და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხება არასრულწლოვნების და ი--------–--------ის თა--საკუთრებაში.

მოპასუხე ი--------–--------ემ 2016 წლის 25 აპრილს გააფორმა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, ი--------–--------ემ როგორც არასრულწლოვნების კანონიერმა წარმომადგენელმა ბავშვების ინტერესების საზიანოდ საკუთარ თავთან დადო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ დაიცვა არასრულწლოვანი მესაკუთრეების საუკეთესო ინტერესები და უძრავი ქონება განკარგა არასრულწლოვნების ინტერესების საზიანოდ და ისინი დატოვა ერთადერთი საკუთრების გარეშე.

ი--------–--------ემ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ 2016 წლის 05 მაისს დ-------–----------ესთან გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქ. ქუთაისში, ჭ------------------------ში მდებარე ბინა #1-. ბინაში ცხოვრობს იპოთეკარი, არასრულწლოვნები დარჩნენ საკუთრების გარეშე და ბავშვები წაიყვა-- ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლ--------–-. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი--------–--------ემ სარჩელი არ ცნო. განმარტა რომ უძრავი ქონება მხოლოდ იპოთეკით არის დატვირთული, იპოთეკის შედეგად აღებული თანხის დიდი ნაწილი 6000 აშშ დოლარი გადასცა მეუღლეს შვილების სხვადასხვა საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად. ქონების იპოთეკით დატვირთვა არის დროებითი ღონისძიება. ქონებაზე სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდეც იყო თა--მესაკუთრე. იპოთეკით ქონების დატვირთვა და ამ მიზნით არასრულწლოვანი შვილების არსებული ქონების ჩუქებით მის სახელზე ასახვა თავად ლ-–---–----------მა ურჩია. (იხ. შესაგებელი)

 

2.2. მოპასუხე დ-------–----------ემ სარჩელი არ ცნო. განმარტა რომ საცხოვრებელი ბინა გაყიდა და მოუწია სხვა ბინაში გადასვლა, მაკლერის საშუალებით მოძებნა აღნიშნული ბინა. ი--------–--------ეს არ იცნობდა, იპოთეკის რეგისტრციის დროს დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს, სადაც ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ი--------–--------ე, შესაბამისად მოახდინა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, რაც დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკის ნაცვლად მესაკუთრეს გადაუხადა 10000 აშშ დოლარი. აღნიშნულ ბინაში მას შემდეგ დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

2.3. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. არასრულწლოვნები თ-----, ვ--–----, ინ------ და გ---------–----------ები არიან ლ-–---–----------ის და ი--------–--------ის შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტება;

 

3.1.2. არასრულწლოვნები თ-----, ვ--–----, ინ------ და გ---------–----------ები, ასევე მოპასუხე ი--------–--------ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტება;

-დევნილთა მოწმობის მიღება-ჩაბარების აქტები;

 

3.1.2. 2016 წლის 05 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, ი-------------------------------, ს/კ 0-.0-.2-.3---0-.0--, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ი--------–--------ის, ვ--–------–----------ის, გ---------–----------ის, თ-------–---------ნის და ი-------–----------ის საკუთრების უფლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

05.0-.2016 წ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 25 აპრილს ვ--–----, გიორგი, თ----- და ი-------–----------ებს და ი--------–--------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისში, ი-------------------------------, ს/კ 0-.0-.2-.3---0-.0-- და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ი--------–--------ის საკუთრების უფლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-25.0-.2016 ჩუქების ხელშეკრულება;

-05.05.2016 წ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.2. 2016 წლის 05 მაისს ი--------–--------ეს და დ-------–----------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თა--ხმად, დ-------–----------ემ ი--------–--------ეს ასესხა 9500 აშშშ დოლარი, 2 წლის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ი--------–--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ჭ----------------------------, ს/კ 0-.0-.2-.3---0-.0--;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.05.2016წ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2.4. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე ი--------–--------ე მოქმედებდა არასრულწლოვანი შვილების საზიანოდ და ახდენდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო ხელყოფას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა განმარტება;

 

3.2.5. მოწმე ვ----------------ის და ნ---------------ის განმარტებით დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ი--------------------------------ში, ცხოვრობდა ი--------–--------ე დაახლოებით 1 წელი, მას შემდეგ დ-------–----------ე ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებას სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას მხარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების შესახებ და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის და--წესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თა--ხმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თა--ხმად, თითოეული მხარე სარგებლობს თა--ბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაა--ლიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვნების თ-----, ვ--–----, ი----- და გ---------–----------ების სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 11-12-ე, 58-ე, 63-ე, 1198-ე, 1199-ე, 54-ე, 1299-ე, 183-ე, 286-ე, 185-ე, 311-ე

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, რომელიც მიმართულია არასრულწლოვანის ქონებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად. პირის შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება, გამოიყენოს ზემოთდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის გამიზნული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება. ზემოაღნიშნული შესაძლებლობა, კერძოდ, პირის უნარი, იქონიოს სამოქალაქო უფლებები და იკისროს სამოქალაქო ვალდებულებები, უკავშირდება უფლებაუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და გა--ხორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები ქმედუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი).

არასრულწლოვანი, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ითვლება სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადების უნარის არმქონედ. მას არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების მიზნით, გა--ხორციელოს ნებელობითი აქტივობა გარიგების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით და ამგვარი ნების გამოვლენით შეიბოჭოს თავი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი მცირეწლოვნის მიერ ნების გამოვლენას უპირობოდ ბათილ გარიგებად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა არასრულწლოვანი პირი სამართლებრივ სიკეთეს, ან არსებობს თუ არა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. მცირეწლოვნის მხრიდან ნების გამოვლენა ხდება მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ მცირეწლოვანის ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება შეზღუდული ქმედუნარიანის მიერ ნების გამოვლენას, სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლი ასეთ გარიგებებს საცილო გარიგებათა რიცხვს მიაკუთვნებს, სადაც ნების გამოვლენის იურიდიული მნიშვნელობა ორ ალტერნატიულ სავალდებულო პირობაზეა დამოკიდებული: იღებს თუ არა არასრულწლოვანი პირი სარგებელს, ან არსებობს თუ არა არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის მოწონება (თანხმობა) გარიგების თაობაზე.

განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გარიგებები, სადაც არასრულწლოვანის ქონებრივ ინტერესებს განკარგავენ მათი მშობლები, როგორც კანონიერი წარმომადგენლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თა--ხმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან, მათ შორის - სასამართლოში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლი, განსაზღვრავს, რომ მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შეუძლებელია, კანონს გაუმართლებლად არათა--ბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინა ბავშვის ინტერესები, რომლის წარმომადგენელიც მშობელია. მშობლებისათვის შეუზღუდავი ძალაუფლების მინიჭება მესამე პირებთან ბავშვის უფლება-მოვალეობების განხორციელებისას გამოირიცხება იმ გარემოებით, რომ მშობელი ამ ამპლუაშიც კვლავ ინარჩუნებს თავის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ და იბოჭება ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილი). შვილის ქონებასთან დაკავშირებული გარიგების დადებისას იგი ვალდებულია, დაიცვას არასრულწლოვანი შვილის ინტერესები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198–ე მუხლის მეოთხე ნაწილი ავალდებულებს მშობლებს, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია მშობლის მოვალეობა შვილის მიმართ, ბავშვის ქონების მართვისა და გამოყენების დროს იმოქმედოს მხოლოდ მისივე ინტერესების შესაბამისად. დასახელებული კანონით დაკისრებული ვალდებულება მშობელს უზღუდავს შვილების სახელით ნებისმიერი საფუძვლით გარიგების დადების შესაძლებლობას. გარიგების დადების ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს შვილის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა.

 

მშობლის უფლება-მოვალეობების სისტემა ქონებრივი და არაქონებრივი შინაარსით განიხილება, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესი“-ს პრინციპის განუხრელი დაცვით. აღნიშნული პრინციპი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. მიუხედავად ამისა, მშობლის მიერ უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის ყველა ასპექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. არასრულწლოვნის (მცირეწლოვნის) ინტერესის განსაზღვრის დროს მშობლის მიერ მიღებული გადწყვეტილება, რიგ შემთხვევებში, ერთპიროვნულია და მის სუბიექტურ დამოკიდებულებას უკავშირდება. მაგ. სამოქალაქო კოდექსი პირდაპირი მნიშვნელობით არ ზღუდავს კანონიერ წარმომადგენელს, გააჩუქოს ან სხვაგვარად განკარგოს, არასრულწლოვანი პირის ქონება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნის ქონების განკარგვის შესახებ ნებისმიერი გარიგების დადების დროს აპრიორს მისი დასაბუთებული, უფრო აღმატებული ინტერესი უნდა წარმოადგენდეს და მშობლის უფლება - განკარგოს ასეთი პირის ქონება, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გულმოდგინე განხილვის შემდეგ. არასრულწლოვნის კეთილდღეობაზე და მომავალზე ზრუნვა უნდა იყოს უპირატესი გარიგების დადების დროს და განპირობებული უნდა იყოს ბავშვის როგორც მატერიალური, ისე _ არამატერიალური აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობით (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, გა--თლების მიღება და ა.შ).

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღნიშნა, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. სასამართლოს ამგვარ დამოკიდებულებას გა--პირობებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-3 მუხლი, რომლის თა--ხმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებების უკეთ უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-669-630-2011, 2011 წლის 11 ოქტომბერი). ამდენად, სასამართლომ დავის განხილვისას არ უნდა დაუშვას, რომ არსებული ღია სამართლებრივი სივრცე, სადაც კანონიერი წარმომდგენელი კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედებს, საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვნის ქონებრივ კეთილდღეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თა--ხმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად გარიგება, რომელიც საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებული ქცევის სტანდარტს ეწინააღმდეგება ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო და--წესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა თავისი არსით საზოგადოებრივ მარლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თა--ცხოვრებას აუარესებს. (სუსგ #ას-15-15-2016, 01.0-.2016).

ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა

‘ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მე-3 მუხლის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება“ (იხ.ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (გა--ცხადი N. 71-76/12), 2 თებერვალი 2016 წელი).

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს. ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში. ქონების განკარგვა, მათ შორის, ქონების გასხვისება, ბავშვის პირდაპირ ინტერესს შეესაბამება, თუ ბავშვის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება ბავშვის ისეთ მაღალ ინტერესს შეესატყვისება, როგორიცაა, მისი ჯანმრთელობა, გა--თლება, უსაფრთხოება და ა. შ. ამდენად, ბავშვის ქონების განკარგვა ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, თუ ქონების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდება, ბავშვის სათა--დო გა--თლებას, მის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს, ბავშვის ნორმალურ განვითარებას ემსახურება და ა. შ.

მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვების კუთვნილი ქონების გაჩუქება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არასრულწლოვანი შვილების ნების შესაბამისად. რაც შეეხება ბავშვების ინტერესს, საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც ბავშვების ნამდვილი ინტერესია სახეზე. ბავშვების ქონების დაკარგვის საფრთხის არსებობა კი იმთავითვე ბავშვების ინტერესების საზიანოა. ამდენად, მშობლის მიერ უძრავი ქონების გაჩუქება და შემდეგ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვა სესხის უზრუნველსაყოფად არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესის საწინააღმდეგო გარიგებაა. ამდენად, ბავშვის ქონებაზე გარიგების დადება, რა დროსაც, გამოკვეთილი არ არის ბავშვის უპირატესი ინტერესი, არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის და--წესს მასზედ, რომ მშობლების მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, შესაბამისად, სადავო გარიგება, როგორც ბავშვის ინტერესების საზიანო და ამგვარად, კანონსაწინააღმდეგო, ბათილია.

სამოქალაქო კოდექსის 1299-ე მუხლის თა--ხმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ზემოაღნიშნულ ნორმათა ა--ლიზი ცხადყოფს, რომ კანონი პირდაპირ ავალდებულებს მშობლებს თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რაც ასევე, შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას გულისხმობს. სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს პირდაპირ კონტროლს მშობლის მიერ არასრულწლოვანის ქონებრივი აქტივების განკარგვაზე, მაგრამ ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1299-ე მუხლის და--წესი, რომელიც ნორმა-პრინციპის სახით არის დეკლარირებული და იმპერატიული ხასიათისაა, მშობლის მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს არასრულწლოვანის ინტერესებით და მოითხოვს, რომ მშობლის უფლებები ისე განხორციელდეს, რომ ამით ზიანი არ მადგეს ბავშვის ინტერესებს. დასახელებული ნორმით დაკისრებული ვალდებულება მშობელს უზღუდავს შვილების სახელით ნებისმიერი საფუძვლით გარიგების დადების შესაძლებლობას. გარიგების დადების ერთადერთ საფუძველს და ლეგიტიმურ მიზანს უნდა წარმოადგენდეს შვილის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ განმარტა, რომ იმ დავებში, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი, მათი საუკეთესო ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა. ამ მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აპელირებს `ბავშვის უფლებათა კონვენციის” დებულებებზე და განმარტავს, რომ ბავშვს უფლება აქვს, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც უპირატესი ღირებულება ყველა მოქმედებასა და გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება მას, ორივე - საჯარო და კერძო სფეროში. სასამართლო პრეცედენტები აჩვენებს, რომ ეს მოსაზრებები მნიშვნელოვანია ასევე ბავშვის ქონებრივი უფლებების დაცვის სფეროში, რაც პირველი ოქმის პირველი მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება, როგორც უპირატესი ღირებულების, კერძოდ, „ბავშვის უპირატესი ინტერესის“ ხელმყოფი გარიგება, კანონწინააღმდეგობის საფუძვლით, ბათილია.

6.2. მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ინდირა შ-----ს მიერ გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება. ი--------–--------ემ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ 2016 წლის 05 მაისს დ-------–----------ესთან გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქ. ქუთაისში, ჭ------------------------ში მდებარე ბინა #1-. ბინაში ცხოვრობს იპოთეკარი, არასრულწლოვვნები დარჩნენ საკუთრების გარეშე და ბავშვები წაიყვა-- ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლ--------–-.

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 25 აპრილს ი--------–--------ეს და არასრულწლოვნებს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი--------–--------ე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ჩუქების საგნის უძრავი ქონების, მდებარე ქ ქუთაისში, ჭა-------------------ის მესაკუთრედ. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სსკ-ის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში, ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“, ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს.

დადგენილია, რომ დ-------–----------ესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს ი--------–--------ე წარმოადგენდა იპოთეკის საგნის ნამდვილ მესაკუთრეს. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული/დატვირთული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ამდენად, იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იპოთეკის საგანი წარმოადგენდეს იმ პირის საკუთრებას ვინც იკისრა ვალდებულება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ 2016 წლის 05 მაისს, ი--------–--------ემ დ-------–----------ესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ფულადი ვალდებულების, უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა მისსავე საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. განსახილველი ნორმები იცავს იპოთეკარის უფლებებსაც, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარი, კონკრეტულ შემთხვევაში, დ-------–----------ე წარმოადგენს ამ უფლების კეთილსინდისიერ სუბიექტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თა--ხმად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილებების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

''საჯარო რეესტრის შესახებ'' კანონის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქმის მასალებით დადგენლია, რომ იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროისათვის მესაკუთრედ დარეგისტრირებული იყო ი--------–--------ე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ურთიერთობები უნდა ხორციელდებოდეს კეთილსინდისიერების საფუძველზე. დ-------–----------ემ კეთილსინდისიერების ფარგლებში გადაამოწმა ი--------–--------ის საკუთრებითი უფლებამოსილება და მას ჰქონდა კანონიერი საფუძველი ვარაუდისა, რომ ხელშეკრულებას აფორმებდა ნამდვილ მესაკუთრესთან.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სესხი და იპოთეკა კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა განხორციელებული. ამიტომ მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თა--ხმად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათა--დო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თა--ხმა თავდაპირველი მოპასუხის სათა--დო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სსსკ-ის მეორე მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად. ამასთან, პირს ევალება, სწორად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა და ის მიზანი, რომლის მიღწევაც გადაწყვეტილებით სურს. გარდა ამისა, სარჩელი გამართული უნდა იყოს მატერიალურ- სამართლებრივი თვალსაზრითაც, რაც იმას გულისხმობს, რომ სამართლებრივი შედეგი და ამ შედეგის ფაქტობრივი წინაპირობები უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. მოცემულ შემთხვევაში სადავოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ ქ. ქუთაისში, ი-------------------------------, ს/კ 0-.0-.2-.3---0-.0--, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ი--------–--------ის, ვ--–------–----------ის, გ---------–----------ის, თ-------–---------ნის და ი-------–----------ის საკუთრების უფლებით. 2016 წლის 25 აპრილს ვ--–----, გიორგი, თ----- და ი-------–----------ებს და ი--------–--------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისში, ი-------------------------------, ს/კ 0-.0-.2-.3---0-.0-- და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ი--------–--------ის საკუთრების უფლებით.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 3.1. მუხლის თა--ხმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, სააგენტოს ერთ ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია; კანონის მე-2 მუხლი განმარტავს კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისათვის რეგისტრაციას აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

 

რეესტრის შესახებ საქართელოს კანონის 2-.1. მუხლის „ბ„ პუნქტის თა--ხმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდება, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თა--ხმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თა--მდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი წარმოადგენს არასათა--დო მოპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1. მუხლის „თ„ პუნქტის თა--მხად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარე კანონის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად მოპასუხე ი--------–--------ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 1991-ე მუხლის თა--ხმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თა--ხმად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არასრულწლოვნების თ-------–---------ნის, ვ--–------–----------ის, ი-------–----------ის და გ---------–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი თ-------–---------ნს, ვ--–------–----------ს, ი-------–----------ს, გ---------–----------ს და ი--------–--------ეს შორის 2016 წლის 25 აპრილის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ი-------------------------------, ს/კ 0-.0-.2-.3---0-.0-- და უძრავ ქონებაზე აღდგენილი იქნას თ-------–---------ნის, ვ--–------–----------ის, ი-------–----------ის და გ---------–----------ის საკუთრების უფლება;

 

3. არასრულწლოვნების თ-------–---------ნის, ვ--–------–----------ის, ი-------–----------ის და გ---------–----------ის სარჩელი - ი--------–--------ეს და დ-------–----------ეს შორის 2016 წლის 05 მაისს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ი--------–--------ეს- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე