„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-15/ნ |
|
2016 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/03/2015, 470230000.22.035.016321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი პუნქტის: |
ა)
„ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №5 დანართის (კლინიკური ონკოლოგია) მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) 2007 წლის 18 აპრილამდე მინიჭებული ჰქონდათ ან 2007 წლის 18 აპრილის შემდეგ, „ონკოლოგიის“ ოთხწლიანი სარეზიდენტო პროგრამის დასრულების საფუძველზე, მიენიჭათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ონკოლოგია“, დარგობრივი პროფესიული ორგანიზაცი(ებ)ის რეკომენდაციისა და სათანადო პროფესიული აქტივობის შესაბამისად, უფლება აქვთ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, არსებული („ონკოლოგიის“) სახელმწიფო სერტიფიკატის ნაცვლად, მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში - „რადიაციული თერაპია“, „ზოგადი ქირურგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“, „უროლოგია“, „ბავშვთა ქირურგია“, „კლინიკური ონკოლოგია“ (ხსენებული ვრცელდება მხოლოდ იმ ექიმებზე, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებისათვის აქვთ არანაკლებ 5 წლის სამუშაო სტაჟი შესაბამის სპეციალობაში). ამასთან, სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების შემდგომ მათ მიენიჭებათ სათანადო სუბსპეციალობის მოწმობა („ქირურგიული ონკოლოგია“, „ონკოგინეკოლოგია“, „ონკოუროლოგია“);“; |
ბ)
„თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №8 დანართის (ნეონატოლოგია) მე-5 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) სხვადასხვა ორგანოების და სისტემების ულტრაბგერითი (ნეიროსონოსკოპია, ექოკარდიოგრაფია) კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;“; |
გ)
„ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №9 დანართის (რადიოლოგია) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
დ)
„მ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №12 დანართის (ნევროლოგია) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დაავადებები და მდგომარეობები:
.“. |
ე)
„ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“, „ს“, „ტ“, „უ“ ქვეპუნქტები:
„რ) „ნეფროლოგია“ (დანართი 17); ს) „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ (დანართი 18); ტ) „ფსიქიატრია“ (დანართი 19); უ) „ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ (დანართი 20).“. |
2.
ბრძანებას მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სპეციალიზაციის პროგრამისა და საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსის გავლა შესაძლებელია აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში (მ.შ. აფილირებულ/ქვეკონტრაქტორ დაწესებულებაში), რომელშიც მიმდინარეობს მზადება შესაბამისი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.“. |
3.
ბრძანებას დაემატოს №17, №18, №19 და №20 დანართები თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|