საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №20 |
|
2016 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი“ – წარმოების ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ელექტროსადგურის მფლობელი პირი, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის თარიღამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა;“
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს „ბ.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ზ) ელექტროსადგურის მფლობელი პირი, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის თარიღამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა;“
3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. ელექტროსადგურის მფლობელი პირის, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების სპეციალური წესი
1. ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დროს, ელექტროსადგურის მფლობელმა პირმა (შემდგომში „მაძიებელი“) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დამტკიცებული ფორმით;
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გ) ელექტრულ ქსელთან მიერთების ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ პირის მიერ, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებლის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი;
დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წერილობითი თანხმობა ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის შესახებ;
ე) იმ მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული, საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი, საიდანაც მაძიებელმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდება/მიღება;
ვ) უძრავ ნივთზე (ელექტროსადგურზე) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო მონაცემები და საპროექტო სიმძლავრის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში).
2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით.
3. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, მაძიებელი და პირი, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელსაც უერთდება მაძიებელი, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებენ იმ მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებულ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელ აღრიცხვის კვანძებს, საიდანაც მაძიებელმა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდება/მიღება და ადგენენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტს, ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით დამტკიცებული ფორმით.
4. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით დასტურდება მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული საანგარიშსწორებო მრიცხველების გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მაძიებელი შეჰყავს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
5. იმ შემთხვევაში, თუ აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტით არ დასტურდება მიღება/მიწოდების პუნქტებში არსებული საანგარიშსწორებო მრიცხველების გამართულობა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით, აღრიცხვის კვანძების შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიატს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი.
7. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორეზე ეკისრება მაძიებელს.
8. ამ მუხლის შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს რეგისტრაცია გაუუქმდება რეგისტრაციიდან 90 კალენდარული დღის გასვლის ან პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ გარემოებებიდან რომელიმეს დადგომის დღიდან.
9. თუ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის გასვლა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ასევე იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიატს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული პირი, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია.“.
4. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოსთან – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.“.
5. მე-20 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა ხდება განაწილების ლიცენზიატების, პირდაპირი მომხმარებლების, ექსპორტიორების და ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მხარეებს.“.
6. მე-20 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი განაწილების ლიცენზიატების, პირდაპირი მოხმარებლების, ექსპორტიორებისა და ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას;“.
7. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმო - განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი და ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია აუნაზღაუროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური, გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში მისი ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად.“.
|