„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „აღმას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№616
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №616

2016 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „აღმას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა 2016 წლის პირველ მაისამდე;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე მინიმუმ მაღალი ხარისხის „STR chain“ მასშტაბის კატეგორიის მქონე არანაკლებ 200-ოთახიანი (ორასოთახიანი) 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს და სამორინეს შექმნა 2018 წლის 16 ნოემბრამდე შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ბ.ა) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო ყველა ნებართვისა და ლიცენზიის მოპოვება 2017 წლის პირველ თებერვლამდე;

 ბ.ბ) სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის პირველ მარტამდე;

ბ.გ) მშენებლობის დასრულება და დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის მოპოვება 2018 წლის 16 ნოემბრამდე;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე „Grade-A“ კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ სამშენებლო ფართის მქონე საოფისე შენობების აშენება/შექმნა 2019 წლის 16 დეკემბრამდე შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო ყველა ნებართვისა და ლიცენზიის მოპოვება 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე;

გ.ბ) სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის პირველ ნოემბრამდე;

გ.გ) მშენებლობის დასრულება და დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის მოპოვება 2019 წლის 16 დეკემბრამდე;

დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 57 760 000 (ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ შვიდას სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება 2019 წლის 16 დეკემბრამდე;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შპს „აღმა“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), 2016 წლის 21 აპრილამდე წარადგინოს 5 726 000 (ხუთი მილიონ შვიდას ოცდაექვსი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის ან უცხოური A კლასის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით. უცხოური A კლასის ბანკის საბანკო გარანტია დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის ან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია შეიძლება შემცირდეს „ხელშეკრულების“ 6.7 და 6.8 მუხლების შესაბამისად.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აღმა“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულების მე-3 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, ამ განკარგულების გამოცემიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ 3 (სამი) თვის ვადაში უზრუნველყოს შპს „აღმასთან“ შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმება.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, განკარგულება ძალას კარგავს.

პრემიერ-მინისტრი                                გ. კვირიკაშვილი