ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.05.2016
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.150.016102
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2016 წლის 5 მაისი
სოფ. წეროვანი
ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული „კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პრინციპების საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დამტკიცდეს.
/თან ერთვის/
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
დანართი
ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
1. რეგულირების სფერო
ეს წესი „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, პრემიის გაცემის წესებსა და პირობებს.
2. ტერმინთა განმარტება
პრემია –
სამსახურებრივი მოვალეობის ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის, განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე დამატებით გაცემული შრომითი გასამრჯელო.
3. პრემიის გაცემის საფუძვლები
3.1. პრემია გაიცემა გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სათანადოდ და კეთილსინდისიერად შესრულების საფუძველზე.
3.2. პრემიის ფონდის ფორმირების წყაროა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
3.3. პრემიის გაცემა ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან.
4. პრემიის გაცემის მიზანი
პრემიის გაცემის მიზანია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა წახალისება და მათი მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
5. პრემიის გაცემის ინიციირება და უფლებამოსილება
5.1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის პრემირების საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგებელს.
5.2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელ პირზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგებელს.
5.3. გამგეობის მოსამსახურეთა პრემირების საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და გამგებელს.
5.4. საკრებულოს თანამდებობის პირების, აპარატის უფროსის პრემირების საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
5.5. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემირების საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს და საკრებულოს თავმჯდომარეს.
5.6. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე და მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
5.7. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოსამსახურეთა პრემირების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
5.8. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს და სხვა მოსამსახურეებს პრემიის მიღების უფლება წარმოეშობათ მუშობის ექვსი თვის შემდეგ.
6. პრემიის ოდენობა და გაცემის პერიოდულობა
6.1. ახალგორის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე და სხვა მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირების თანამდებობრივ სარგოს.
6.2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
6.3. პრემია შესაძლებელია ასევე გაიცეს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით არაუმეტეს წელიწადში სამჯერ ამ წესით დამტკიცებული ზღვრული ოდენობისა და პრინციპების გათვალისწინებით.
6.4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის შესაბამის ზემდგომ თანამდებობის პირთან მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
პრემიის გაცემის თაობაზე არსებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე წახალისებული პირის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ.