„2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 თებერვლის №95 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№676
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021275
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №676

2016 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 „2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 თებერვლის №95 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2015 წლის 31 აგვისტოს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 თებერვლის №95 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სს „საპარტნიორო ფონდმა“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განთავსების არეალში მოქცეული, სახელმწიფო ტყის ფონდს მიკუთვნებული მიწების სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, მათ შორის, აღნიშნულ მიწებზე არსებული მერქნული რესურსის აღრიცხვის დოკუმენტისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებ(ებ)ისთვის წარდგენა, შემდგომში ამავე მიწის ნაკვეთების ტყის ფონდიდან ამორიცხვის ან სპეციალური სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი