1. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი შემუშავდება და მტკიცდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად.

2.   საერთაშორისო   სკოლის/საერთაშორისო   სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022