1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 21%-ით. გამოყოფილი თანხა აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტს.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტის შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტს.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4025 – ვებგვერდი, 27.12.2023