საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალური ოფისისთვის (ZfA) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, დროებით (3 (სამი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემაზე სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№921
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021416
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №921

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალური ოფისისთვის (ZfA) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, დროებით (3 (სამი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემაზე სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლას, თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.02.002.024) ნაწილი, კერძოდ, საჯარო სკოლის №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული ოთახი (29,12 კვ.მ ფართი), დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, 3 (სამი) წლის ვადით, გადასცეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალურ ოფისს (ZfA).

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი