2.  იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრის კანდიდატურას თავისი აპარატის შემადგენლობიდან ასახელებს საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო 2 წევრი ღია კონკურსის წესით შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.

3. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ღია კონკურსის შედეგად შეიძლება შეირჩეს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.

4. იურიდიული დახმარების საბჭოს 2 წევრის შესარჩევად საქართველოს სახალხო დამცველი ქმნის საკონკურსო კომისიას არანაკლებ 9 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მასმედიისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.

5. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა შესარჩევად საკონკურსო პირობებსა და საკონკურსო კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს 2013 წლის
13
დეკემბრის ორგანული კანონი №1800 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №425 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.

[მუხლი 22
1
. (ამოღებულია)

(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1376 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

თავი 4. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი გარანტიე