„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №1791 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „NEXT LEAGUE PVT“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №945
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №1791 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „NEXT LEAGUE PVT“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №1791 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1037-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობა, კერძოდ:
ა) შპს „NEXT LEAGUE PVT“-მ უზრუნველყოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 43.29.42.127) 2017 წლის პირველ სექტემბრამდე არანაკლებ 54-ნომრიანი (ორმოცდათოთხმეტნომრიანი) საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2045 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „NEXT LEAGUE PVT“ (ს/კ: № 404421773) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „NEXT LEAGUE PVT“-ს შორის 2012 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №1791 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „NEXT LEAGUE PVT“-მ წარადგინოს არანაკლებ 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი ახალი ან ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი