„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016873
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №122

2016 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
     
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებული  ინსტრუქციის:

 1.  252  მუხლის მე-4  და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება, ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ პუნქტის მიზნებისთვის შემდგომში - პროდუქტი) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული  სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება  ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით.

41. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის:

ა) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება;

ბ) წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის ტრანსპორტირებისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსისა;

გ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ) იმპორტირებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას.“.

2.  დანართი №II-013  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 3. 1112 მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს იბეგრება 5 პროცენტით.

2. ფიზიკური პირი, რომელიც საცხოვრებელ ფართობს აქირავებს საცხოვრებელი მიზნით და არ ახორციელებს ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს, აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას დანართი №VII2-01 შესაბამისად, ხოლო იურიდიულ პირზე ან/და ორგანიზაციაზე გაქირავების შემთხვევაში - განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი ან/და სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავება;

ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გამქირავებლის საკუთრების/სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეესტრში მიეთითება მონაცემები, საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელი ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი „საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის/ამოღების თაობაზე“ განცხადების შესაბამისად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით იურიდიულ პირზე გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრა არ გავრცელდება, თუ გამქირავებელი პირის მონაცემები, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის არ არის შეტანილი რეესტრში.“.

4. დანართი №VII2-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1.  ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები  ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან.   


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
📎 დანართები (2)
122.danarti 1.doc DOC

დანართი №II -013

|1 |ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები № | |

|2 | |

|3 | |

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) დრო (საათი, წუთი)

|4 | | |

|5 | | |

გამყიდველის/გამგზავნის დასახელება, ან საიდენტიფიკაციო მყიდველის/მიმღების დასახელება, ან სახელი და გვარი საიდენტიფიკაციო

სახელი და გვარი /პირადი ნომერი /პირადი ნომერი

| |ოპერაცი| |

| |ის | |

| |შინაარს| |

|6 |ი | |

|7 | |

|8 | |

ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი)

ტრანსპორტირების დასრულების ადგილი (მისამართი)

|9 | |

|10 | |

ტრანსპორტირების სახე სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი

|11 |სატრანსპორტო საშუალების მძღოლის | |

| |პირადი ნომერი | |

|12 |გამყიდველის/გამგზავნის მყიდველის/მიმღების მიერ | |

| |გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი | |

თანხა ლარებში

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ცხრილი

|რიგი| |

|თი №| |

| | |

| |საქონლის დასახელება |

მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)

|14 | |

|15 | |

გამყიდველი/გამგზავნი/საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი მყიდველი/მიმღები/საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (თანამდებობა, სახელი და გვარი)

|16 | |

|17 | |

ხელმოწერა ხელმოწერა

|18 |მიწოდებული საქონლის ჩაბარების | | |

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) დრო (საათი, წუთი)

|19 | |

შენიშვნა

|20 | |

მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი

* დღგ-ს გადამხდელისათვის დღგ-ს ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით

| |

|ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების დანართი |

|რიგითი № |

მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)

| |

| |

გამყიდველი/გამგზავნი/ საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი მყიდველი/მიმღები/საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (თანამდებობა, სახელი და გვარი)

| |

| |

ხელმოწერა ხელმოწერა

|მიწოდებული საქონლის ჩაბარების | | |

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) დრო (საათი, წუთი)

| |

შენიშვნა

* დღგ-ს გადამხდელისათვის დღგ-ს ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით.

122.danart.2 doc.doc DOC

დანართი №VII2-01

-----------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

___________________________________

(გვარი, სახელი)

| | | | |

| | |საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი |სახელი, გვარი/დასახელება | |

| | | | | |

| | | | | |

| | | | | |

| | | | | |

ნაწილი II

გაცნობებთ, რომ:

□ ----------დან აღარ ვეწევი საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით

(თარიღი)

გაქირავებას. გთხოვთ, შესაბამისი მონაცემები ამოიღოთ საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრიდან.

განმცხადებლის ხელმოწერა ----------------- თარიღი ----------------------------

შენიშვნა:

• განცხადების I ნაწილი ივსება მონაცემების რეესტრში შეტანის/ცვლილების, ხოლო II ნაწილი - მონაცემების რეესტრიდან ამოღების მოთხოვნისას

• საცხოვრებელი ფართობის ფიზიკურ პირზე გაქირავების შემთხვევაში, განცხადების I ნაწილის ცხრილის შევსება სავალდებულო არ არის, გარდა გაქირავებული ფართობის მისამართისა

• საჭირო უჯრა აღინიშნება „ V“ ნიშნით“.