საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5589-IIს
სარეგისტრაციო კოდი
190020010.05.001.018190
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1145 მუხლი:

„მუხლი 1145. მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება

1. ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით, ამავე კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის 1.3 გრაფის საფუძველზე მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების გარდა, შესაძლებელია იმავე ცხრილის 1.1 გრაფის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის სახით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტებში დამატებით მისამართი საშემოსავლო გადასახადის ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5589-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5589-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 190020010.05.001.018190.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5589-IIს, 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.018190 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3321753/