1. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან.
2. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ (შემდგომ − მაკონტროლებელი ორგანო) შეიტყო გარემოსთვის მიყენებული ზიანის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის (შემდგომ − ვალდებული პირი) თაობაზე.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012