რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკიs ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №430
2016 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების–საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 19 სექტემბრის №434 განკარგულება და რკ საკრედიტო კავშირს „განთიადი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №237081475) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია;
2. რკ საკრედიტო კავშირის „განთიადი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ლალი ბოლქვაძე (პირადი ნომერი 33001038948);
3. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით;
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;
6. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ოთარ ნადარაია