საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1425
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021838
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1425

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ

1. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების (შემდგომში– დადგენილება) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებით დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურები არ გავრცელდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით  გათვალისწინებულ პროექტზე.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2016-2017 წლებში უზრუნველყოს ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო  მომსახურების დაფინანსება დეპარტამენტმა უზრუნველყოს 2017 წლის ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.     

 

 

 

პრემიერ-მინისტრი                          გიორგი კვირიკაშვილი