საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1426
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021839
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1426

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ

1. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების (შემდგომში– დადგენილება) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებით დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურები არ გავრცელდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროექტზე.

2 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2016-2017 წლებში უზრუნველყოს ბაღდათის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების დაფინანსება დეპარტამენტმა უზრუნველყოს 2017 წლის ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.  

 

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2016.
როდის იქნა მიღებული „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“?
„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ მიღებულია 18.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1426. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021839.
სად არის „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“, №1426, 18.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021839 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3360052/