საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1428
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ
1. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებით დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურები არ გავრცელდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროექტზე.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2016-2017 წლებში უზრუნველყოს თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების დაფინანსება დეპარტამენტმა უზრუნველყოს 2017 წლის ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“?
- „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ მიღებულია 18.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1428. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021841.
- სად არის „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“, №1428, 18.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021841 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3360089/