საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1427
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ
1. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების (შემდგომში–დადგენილება) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებით დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურები არ გავრცელდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროექტზე.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2016-2017 წლებში უზრუნველყოს ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების და საავტომობილო გვირაბის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომსახურების შესყიდვა.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების დაფინანსება დეპარტამენტმა უზრუნველყოს 2017 წლის ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი