„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1627
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემა 2016 წელს დასაშვებია 2016 წლის 20 აგვისტოდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 15 თვითა და 29 დღით.“;
გ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. 2016 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, სააგენტო სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას, ბენეფიციარი საწარმოების მიერ ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.“;
დ) მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე მიცემულ უნდა იქნეს არანაკლებ 2017 წლის 15 იანვრამდე. 2017 წლის 15 იანვრის შემდგომ, საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.“;
ე) მე-5 მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით კრედიტის გაცემა დასაშვებია 2016 წლის 20 აგვისტოდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.“;
ზ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 36 თვითა და 29 დღით.“;
თ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 2016 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, სააგენტო სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას, ბენეფიციარი საწარმოების მიერ მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპირტის წარმოებისთვის ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხების და შეძენილი ყურძნიდან სპირტის წარმოების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.“;
ი) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარს უნდა მიეცეს საშეღავათო პერიოდი, არანაკლებ 2017 წლის 15 აპრილამდე, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე.“;
კ) მე-7 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა ძირითადი საშუალებებისთვის განისაზღვრება 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარი) 600 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი), ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 84 თვითა და 29 დღით.“;
ლ) 71 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) ლარში გაცემული სესხის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის არა უმეტეს 84 თვისა და 29 დღის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება გაიცემა მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად, სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით. შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 84 თვითა და 29 დღით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით | არა უმეტეს 15%-ისა |
| 150 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით | არა უმეტეს 14%-ისა |
| 1 000 001 ლარიდან 600 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ჩათვლით | არა უმეტეს 13%-ისა;“;
|
მ) 71 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის არა უმეტეს 84 თვისა და 29 დღის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება გაიცემა მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად, სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით. შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 84 თვითა და 29 დღით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარის ევვივალენტი აშშ დოლარი - 75 000 აშშ დოლარის ჩათვლით | არა უმეტეს 12%-ისა |
| 75 001 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარის ჩათვლით | არა უმეტეს 11%-ისა;“. |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი