2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, ლეგალიზაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.
3. თუ ლეგალიზაციისათვის წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, მისი ლეგალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.
4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ იქნა მოპოვებული ლეგალიზაციისათვის წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია, უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია დაადგინოს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა და განახორციელოს დოკუმენტის ლეგალიზაცია, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილებ