2. საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი განცხადებას ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელებაზე განიხილავს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

3. საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის დანართზე სალეგალიზაციო შტამპის, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული ბეჭდის დასმაზე თანხმობას გამოხატავს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

4. ლეგალიზაციის  მეორე ეტაპის სალეგალიზაციო შტამპის, თანამდებობის პირის ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული ბეჭდის დოკუმენტის ჩანართზე დატანას და ჩანართის დოკუმენტზე დართვას, ტექნიკურად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით,  ახორციელებს ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო.

5. ლეგალიზაციის  მეორე ეტაპის განსახორციელებლად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, მის გამართულ ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოებ