ა) დოკუმენტი, რომლის ლეგალიზაციაც უნდა მოხდეს;
ბ) დოკუმენტების ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში –
სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის/ბაჟის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და ლეგალიზაციის პირველ ეტაპზე, უფლებამოსილ ორგანოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტ