ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი (გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა);

ე) სამხედრო ბილეთი;

ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;

ზ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;

თ) სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობის სისწორისა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;

ი) ნორმატიული აქტებ