ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ბ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

გ) სანოტარო აქტები;

დ) სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ე) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

ვ) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი;

ზ) ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.

2. ლეგალიზაციას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის დედანი, ისე დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.

3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს ორიგინალზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში –
მათი ავთენტურობის დადასტურებას.

4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – ავთენტურობის დადასტურება