2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება ლეგალიზაციას, უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში –
მათ ავთენტურობას.

3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები დოკუმენტის ლეგალიზაციას ახდენენ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ლეგალიზაციის მეორე ეტაპს ახორციელებს განცხადების წარდგენის დღესვე, ხოლო ლეგალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის გზით განხორციელების შემთხვევაში – პირველი ეტაპის ლეგალიზაციის განხორციელების ვადაშ