ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის შტამპი;

ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების თარიღი;

გ) ლეგალიზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.

2. მატერიალური ფორმით არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.

3. ელექტრონული ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტურობას, უსაფრთხოებასა და დაცვას არასანქცირებული წვდომისაგან.

4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, გასცეს ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა დოკუმენტზე ლეგალიზაციის შტამპში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ მონაცემებ