2. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ეყრდნობა აღნიშნულ პროგრამაში ლეგალიზაციის პირველ ეტაპთან დაკავშირებით ასახულ მონაცემებს და უფლებამოსილია, გადამოწმების გარეშე განახორციელოს პროგრამაში ასახული მონაცემების ნამდვილობის/ავთენტურობის დამოწმება.

3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოები არიან:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო).

4. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი არიან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს თანამდებობაზე დანიშვნის დღესვე წარუდგინონ სალეგალიზაციო შტამპზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერისა და შესაბამისი ბეჭდის ნიმუშები.

5. უფლებამოსილი ორგანოები დოკუმენტების ლეგალიზაციისას იყენებენ ამ დადგენილებით დამტკიცებულ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის შტამპს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი –
ლეგალიზაციის მეორე ეტაპის შტამპ