დანართი №71
სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
[pic]
პლანშეტი №1
მაშველისა და წყალზე მაშველის ზამთრის საველე-ოპერატიული ფორმა
ლურჯი ფერის შარვალი დათბუნებული, ლურჯი ფერის ქურთუკი დათბუნებული, ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წითელი ფერის ჩაფხუტი ფანრით.
მაშველისა და წყალზე მაშველის ზამთრის საველე-ოპერატიულ ფორმას შეიძლება გაუკეთდეს წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი მკლავზე ანდა შესაკრავზე, აგრეთვე ფორმას მკერდზე შეიძლება გაუკეთდეს მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი და „მაშველი“/“წყალზე მაშველი”.
[pic]
პლანშეტი №2
მეხანძრე-მაშველის საბრძოლო ფორმა
ლურჯი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ქურთუკი, ცეცხლგამძლე ნაჭრის ხელთათმანი (ტყავებით), რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წითელი ფერის ჩაფხუტი.
მეხანძრე-მაშველის ყოველდღიურ ფორმას შეიძლება გაუკეთდეს წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი მკლავზე ანდა შესაკრავზე, აგრეთვე ფორმას მკერდზე შეიძლება გაუკეთდეს მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი და „მეხანძრე-მაშველი“.
[pic]
პლანშეტი №3
მეხანძრე-მაშველის, მაშველის და წყალზე მაშველის ყოველდღიური ფორმა
ლურჯი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის კეპი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
მეხანძრე-მაშველის ყოველდღიურ ფორმას შეიძლება გაუკეთდეს წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი მკლავზე ანდა შესაკრავზე, აგრეთვე ფორმას მკერდზე შეიძლება გაუკეთდეს მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი და „მეხანძრე-მაშველი“/„მაშველი“/„წყალზე მაშველი”.
[pic]
პლანშეტი №4
წყალზე მაშველის ზაფხულის ყოველდღიური ფორმა
წითელი ფერის მაისური, წითელი ფერის შორტი, წითელი ფერის კეპი, ღია ტიპის ფეხსაცმელი.
წყალზე მაშველის ზაფხულის ყოველდღიურ ფორმას შეიძლება გაუკეთდეს წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი მკლავზე აგრეთვე, ქუდს შეიძლება გაუკეთდეს სააგენტოს ლოგო.
[pic]
პლანშეტი №5
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მოსამსახურის ყოველდღიური ფორმა
ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე, მოკლე მკლავით, ლურჯი ფერის ჟილეტი, ლურჯი ფერის კეპი.
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მოსამსახურის ყოველდღიურ ფორმას შეიძლება გაუკეთდეს წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი - ჟილეტს შესაკრავზე, ხოლო მაისურს მკლავზე.
[pic]
პლანშეტი №6
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მოსამსახურის (შემოდგომა-ზამთარი) ყოველდღიური ფორმა
მუქი რუხი ფერის ქურთუკი - სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მოსამსახურის (შემოდგომა-ზამთარი) ყოველდღიურ ფორმას შეიძლება გაუკეთდეს წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი ქურთუკის მკლავზე ანდა შესაკრავზე.
პლანშეტი №7
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სააგენტოს მოსამსახურის სეზონური (შემოდგომა-ზამთარი-ზაფხული) ყოველდღიური ფორმა (მაისური, პულოვერი, პერანგი)
ლურჯი ფერის მაისური, ლურჯი ფერის პულოვერი, ლურჯი ფერის პერანგი.
მაშველისა და მეხანძრე-მაშველის ყოველდღიურ ფორმას - პერანგს და პულოვერს შეიძლება გაუკეთდეს წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი მკლავზე, აგრეთვე პულოვერს შეიძლება ჰქონდეს სალტე.
[pic]
ზაფხულის სააღლუმო ფორმა ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა
პლანშეტი №8
ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი სალტეთი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; მოკლესახელოებიანი, თეთრი პერანგი სალტეთი და გახსნილი საყელოთი; თეთრი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა
პლანშეტი №9
საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; თეთრი პერანგი: შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
ზაფხულის სააღლუმო ფორმა ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა
პლანშეტი №10
ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის/შავი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი ქუდი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი სალტეთი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა - მუქი ლურჯი ფერის/შავი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი ქუდი; მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი სალტეთი და გახსნილი საყელოთი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა
პლანშეტი №11
საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი ქუდი ; თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №12
წოდებრივი განმასხვავებელი ნიშნები
[pic]
1. დროშა – წარმოადგენს ოთხკუთხა ლაჟვარდისფერ (ლურჯი) მატერიას, პროპორციით: როგორც წესი 2/3. დროშის კანტონში, მარცხენა ზედა კუთხეში თეთრ კვადრატზე გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი – წმ. გიორგის სიმბოლო, მარჯვენა ნაწილში – სააგენტოს ემბლემა.
2. ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – მაშველთა საერთაშორისო სიმბოლოზე, ორანჟზე ლურჯი სამკუთხედი; გამოსახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. ფარს გარს აკრავს ლურჯი ოქროსკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერებით: „შსს“ და „სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი ჰერალდიკური ჯვრით.
[pic]
პლანშეტი №13
სააგენტოს ატრიბუტიკა
[pic]
პლანშეტი №14
სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტრანსპორტი.