თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დონაციის თაობაზე დასადები შეთანხმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1708
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1708

2016 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დონაციის თაობაზე დასადები შეთანხმების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დონაციის თაობაზე დასადები შეთანხმება.

2. ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებად განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ანტირაბიული ვაქცინის ტრანსპორტირება თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში განახორციელოს ცენტრმა „ცივი ჯაჭვის პრინციპების“ მკაცრი დაცვით, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძემ.

4. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტოდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                             გიორგი კვირიკაშვილი