რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №428
2003 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10, მე-13, და მე-14 მუხლების შესაბამისად:
1. დაინიშნოს რეფერენდუმი 2003 წლის 2 ნოემბერს.
2. სარეფერენდუმოდ გამოტანილი იქნეს საკითხი „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“.
3. რეფერენდუმის მომზადება და ჩატარება უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) გამოყოს რეფერენდუმის ჩატარებისათვის საჭირო სახსრები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
5. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა, ქალაქების მერიებმა და რაიონების გამგეობებმა განახორციელონ ღონისძიებანი რეფერენდუმის ორგანიზებულად და კანონის მოთხოვნათა ზუსტი დაცვით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
6. ბრძანებულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.09.2003.
- როდის იქნა მიღებული „რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ“?
- „რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 02.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №428. სარეგისტრაციო კოდი — 010.180.000.05.002.002..
- სად არის „რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.09.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ“, №428, 02.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.180.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/33940/