„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24-65 |
|
2016 წლის 13 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანართი №2-ის შესაბამისად დადგენილ ზონებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მოქმედების სფეროს.“;
2. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად.
2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის გადახდის, ასევე სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის შემდეგ.
3. სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სააგენტო უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტო, ვიდეო და სანავიგაციო მოწყობილობების მეშვეობით.
1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იდენტიფიცირებული (ნიშანდებული) პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი სააგენტოს წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სურსათის ეროვნული სააგენტო) მიერ გაცემულ ცნობას, შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირუტყვის შესახებ.
2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი, არაიდენტიფიცირებული პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს სააგენტოში 3 მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას. არაიდენტიფიცირებული პირუტყვის შესახებ მონაცემები სააგენტოს მიერ ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
3. მესაკუთრისთვის/მისი წარმომადგენლისთვის პირუტყვის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი და პირუტყვის მესაკუთრე/მისი წარმომადგენელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.“.
|