შპს „დელტა ინტერნეიშენალისთვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ,დროებით სარგებლობაში, აუქციონის გარეშე გადაცემის თაობაზე სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1892
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1892

 2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „დელტა ინტერნეიშენალისთვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში, აუქციონის გარეშე გადაცემის თაობაზე სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიეცეს თანხმობა, შპს „დელტა ინტერნეიშენალს“ (ს/ნ: 401960614) უსასყიდლოდ, 2016 წლის 30 ოქტომბრამდე, აუქციონის გარეშე გადასცეს შემდეგი ქონება:

ა) სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა – 1 ერთეული;

ბ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოდული - 1 ერთეული - N0051;

გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის სოლარ პანელი – 1 ერთეული – 14XA7U4M0000641/642;

დ) სპეციალური ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III – 1 ერთეული – საექსპოზიციო;

ე) სპეციალური ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-I – 1 ერთეული – 01064;

ვ) ჯავშანჟილეტი MK-II - 1 ერთეული – საექსპოზიციო;

ზ) ჯავშანჟილეტი MK-I - 1 ერთეული – საექსპოზიციო;

თ) 12.7 mm სნაიპერული შაშხანა PDShP-2 –1 ერთეული – NB1213 – 001 საგამოცდო;

ი) 12.7 mm სნაიპერული შაშხანა PDShP-1 – 1 ერთეული – საექსპოზიციო;

კ) 5.56 mm მაყუჩი – 1 ერთეული - N181;

ლ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „იამანი“– 1 ერთეული – CAL 9x19 Luger N000001;

მ) ჯავშანფილა – 1 ერთეული - საექსპოზიციო.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი