„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016105
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №158

2016 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  
1. პირველი მუხლის: 

ა) „ჰ11“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ჰ 11)  საპილოტაჟო საწაფი – მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ფრენის პირობების მიბაძვა ხდება ხმელეთზე:

„ჰ11ა) სრულპილოტაჟიანი საწაფი (FFS) – კონკრეტული ტიპის, მოდელის, სერიის თვითმფრინავის კაბინის სრული ზომის მაკეტი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ მოწყობილობითა და კომპიუტერული პროგრამით, რომელიც აუცილებელია თვითმფრინავის ჰაერში და მიწაზე ექსპლუატაციის იმიტაციისათვის. საწაფი  ასევე აღჭურვილი უნდა იყოს კაბინის გარეთა ხედვის მაჩვენებელი ვიზუალური სისტემით და მოძრაობის/ძალის იმიტაციის სისტემით;

11ბ) საფრენოსნო საწვრთნელი მოწყობილობა (FTD) – კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის მოწყობილობების, ხელსაწყოების, მართვის სახელურების, პანელების სრული ზომის  მაკეტი, რომელიც დამონტაჟებულია ღია ან დახურულ კაბინაში, აღჭურვილია ყველა მოწყობილობით და კომპიუტერული პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავის ჰაერში და მიწაზე ექსპლუატაციის იმიტაციას დანადგარზე დამონტაჟებული სისტემის ფარგლებში. მოწყობილობა არ საჭიროებს მოძრაობის/ძალის იმიტაციას ან ვიზუალურ სისტემას, გარდა ვერტმფრენის მე-2 და მე-3 დონის FTD-ის შემთხვევებისა, სადაც ვიზუალური სისტემები აუცილებელია;

11გ) ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარი (F№PT) – საწვრთნელი მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ხომალდის კაბინის გარემოს და აღჭურვილია ყველა მოწყობილობითა და კომპიუტერული პროგრამით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ტიპის ან კლასის თვითმფრინავის მართვისთვის ჰაერში თვითმფრინავზე არსებული სისტემების ფარგლებში;

11დ) სხვა საწვრთნელი მოწყობილობა (OTD) – საწვრთნელი მოწყობილობა,  გარდა საწაფების, საფრენოსნო საწვრთნელი მოწყობილობების ან ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარისა, რომლითაც უზრუნველყოფილია სწავლება, როდესაც სრულყოფილი სახელსაწყო დაფა არ არის აუცილებელი.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ44", „ჰ45", „ჰ46 " და „ჰ47" პუნქტები:

„ჰ44) მრავალპილოტიანი თვითმფრინავი  – თვითმფრინავი, რომლის სამართავად სულ მცირე ორი პილოტია საჭირო;

45) მრავალპილოტიანი შვეულმფრენი, დირიჟაბლი და ამწევი ძალის სამატი სისტემით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი – საჰაერო ხომალდი, რომლის სამართავად მეორე პილოტია საჭირო, როგორც ეს საფრენოსნო სახელმძღვანელოთი ან ექსპლუატანტის სერტიფიკატით ან  ეკვივალენტური დოკუმენტით არის განსაზღვრული;

46) საკვალიფიკაციო შემოწმება (Proficie№cy check) – უნარების შემოწმება ოსტატობის ვადის გასვლის ან განახლების შემთხვევაში, მათ შორის ზეპირი გამოცდა, თუ არსებობს ამის საჭიროება;

47) უნარების შემოწმება (Skill test) – მოწმობის ან ოსტატობის გასაცემად უნარების შემოწმება, მათ შორის ზეპირი გამოცდა, თუ არსებობს ამის საჭიროება.“.

2.  მე-4 მუხლის:

    ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

    ბ) მესამე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. თეორიული გამოცდები

1.თეორიული გამოცდები ტარდება ტესტირების მეთოდით (სავარაუდო პასუხების ჩვენებით). გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ ავიასპეციალისტმა სწორად უპასუხა კითხვების 75 % პროცენტს.

2. თუ ავიასპეციალისტმა თეორიული გამოცდები ვერ ჩააბარა, განმეორებით გამოცდაზე დაიშვება ტესტირების  ჩატარებიდან არა უადრეს ორი კვირისა.

3. პილოტის მოწმობის გაცემისას, თეორიული გამოცდები ბარდება ამ წესების №3 დანართით განსაზღვრულ საგნებში.“.

4. მე-6 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პილოტი ვალდებულია პირადად აწარმოოს ყოველდღიური საფრენოსნო დროის აღრიცხვა (მითითებული უნდა იყოს სულ მცირე სხ-ის ტიპი, აეროპორტიდან გაფრენისა და მოფრენის დრო, პილოტის რანგში ნაფრენი).“.

5. მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავიასპეციალისტის მოწმობის მიღების მსურველმა კანდიდატმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავიასპეციალისტის მოწმობის გასაცემად:

ა.ა) განცხადება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად;

ა.ბ)ავიასპეციალისტის კონკრეტული სახეობის მოწმობის გაცემის შუამდგომლობა (დანართი №2) საჭიროების შემთხვევაში;

ა.გ) მოწმობის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებულ ან აღიარებულ (უცხო ქვეყნის სდ-ის შემთხვევაში) სდ-ში ავიასპეციალისტის პირველადი მომზადების გავლის საბუთი;

ა.ე) სამედიცინო სერტიფიკატი (ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებში მითითებული ავიასპეციალისტების გარდა).

ბ) პილოტის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

ბ.ა) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგები ამ წესის  №3 დანართის შესაბამისად;

ბ.ბ) უნარების ან საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგები ამ წესების №4 დანართის შესაბამისად;

ბ.გ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სდ-დან: 

ბ.გ.ა) საერთაშორისო რეისებზე დაკავებული პილოტებისთვის – იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ.ბ) შიდა რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.დ) საფრენოსნო წიგნაკი;

გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

გ.ა) პრაქტიკული მუშაობის შემოწმების შედეგები ამ წესების  №5 დანართის შესაბამისად;

გ.ბ) იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი  სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-დან;

გ.გ)  სამუშაო ადგილზე სწავლების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გასაცემად ოსტატობის  კატეგორიის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

ბ) ამოღებულ იქნეს  მე-3 პუნქტი.

7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადა და მისი გაგრძელების წესები

1. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადაა:

ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის, კომერციული პილოტის, აერნაოსნის, ბორტინჟინრის (ბორტმექანიკოსის) – 1 წელი;

ბ) ბორტრადისტის, ბორტგამყოლის –2 წელი;

გ) მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის, სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის – 5 წელი;

დ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის, ავიადისპეტჩერის – 4 წელი;

2. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები იზღუდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი) და კომერციული პილოტის (თვითმფრინავი, დირიჟაბლი, ვერტმფრენი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი) მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდება 6 თვემდე, თუ მათ შეუსრულდათ 40 წელი და ახორციელებენ ერთპილოტიანი საჰაერო ხომალდით კომერციულ ფრენებს მგზავრთა გადასაყვანად; 

ბ) მოყვარული პილოტის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), თავისუფალი აეროსტატის პილოტის, პლანერის პილოტის და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდება 24 თვემდე, თუ მათ შეუსრულდათ 40 წელი, ხოლო მოყვარული პილოტის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), თავისუფალი აეროსტატის პილოტის, პლანერის პილოტისა და საჰაერო ხომალდის მეთვალყურის მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდება 12 თვემდე, თუ მათ შეუსრულდათ 50 წელი.

3. 60 წლის ასაკს გადაცილებული პილოტი:

ა) კომერციულ ფრენებზე დაიშვება პილოტის რანგში, იმ პირობით, თუ ეკიპაჟში ის არის ერთადერთი პილოტი, რომელიც 60 წლის ასაკს გადასცილდა;

ბ) არ დაიშვება კომერციულ ფრენაზე მეთაურის რანგში ერთპილოტიან საჰაერო ხომალდზე;

გ) 65 წლის ასაკს გადაცილებული ნებისმიერი სახეობის საჰაერო ხომალდის ნებისმიერი პილოტი, საერთაშორისო კომერციულ ფრენაზე არ დაიშვება.

 შენიშვნა: ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიზნებისათვის, ნებისმიერ შემთხვევაში მოწმობის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადას.

4. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად კანდიდატმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად:

ა.ა) განცხადება  ამ წესის  №1 დანართის შესაბამისად;

ა.ბ) მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.გ) სამედიცინო სერტიფიკატი (ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ავიასპეციალისტების გარდა);

ა.დ) ავიასპეციალისტის მოწმობა.

ბ) პილოტის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

ბ.ა) უნარების შემოწმების ან საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგები ამ წესების №4 დანართის  შესაბამისად;

ბ.ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-დან:

ბ.ბ.ა) საერთაშორისო რეისებზე დაკავებული პილოტებისთვის – არანაკლებ იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ.ბ) შიდა რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) საფრენოსნო წიგნაკი.

გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

გ.ა) პრაქტიკული მუშაობის შემოწმების შედეგები ამ წესების  №5 დანართის შესაბამისად;

გ.ბ) იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-დან.

დ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის ვადის გასაგრძელებლად გარდა, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ავიასპეციალისტი ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა მოწმობაში აღნიშნული საჰაერო ხომალდის რომელიმე ტიპზე ტექნიკურ მომსახურებას არანაკლებ 6 თვის მანძილზე.“.

8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით: 

მუხლი 10. ავიასპეციალისტის სამუშაოდ დაშვება

1. ავიასპეციალისტი თავისი მოვალეობების შესასრულებლად დაიშვება, თუ:

ა) ფლობს ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას;

ბ) გაიარა თეორიული ცოდნისა და უნარების შემოწმება ან საკვალიფიკაციო შემოწმება; 

გ) მოწმობაში აღნიშნული ოსტატობა მოქმედია;

დ) ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს.

2. უნარების შემოწმების, საკვალიფიკაციო შემოწმების და საფრენოსნო წვრთნის დროს პილოტი  შეიძლება არ ფლობდეს მოქმედ მოწმობას, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი, თუ შემოწმება ხორციელდება საჰაერო ხომალდზე.

3. საფრენოსნო შემოწმების დროს ბორტგამყოლი შეიძლება არ ფლობდეს მოქმედ მოწმობას, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი.

4. კომერციული გადაყვანა-გადაზიდვისას თვითმფრინავის, შვეულმფრენის, ვსხ-ის, დირიჟაბლის, პლანერის პილოტი  საფრენად არ დაიშვება, თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში ამავე ტიპის სხ-ზე არ შეუსრულებია:

ა) სამი აფრენა და სამი დაფრენა, მმართავი პილოტის რანგში;

ბ) ბოლობორბლიან თვითმფრინავზე – სამი აფრენა და სამი დაფრენა, მმართავი პილოტის რანგში, თვითმფრინავის სრულ შეჩერებამდე.

შენიშვნა: პილოტ-შეგირდისათვის 90-დღიანი ვადა, ავიაკომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეიძლება 120 დღემდე გახანგრძლივდეს, თუ იგი გადის მწყობრში შეყვანის პროგრამას და დაფრინავს ინსტრუქტორთან ან უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად.

5. კომერციული გადაყვანა-გადაზიდვისას პილოტი სხ-ის მეთაურის რანგში ღამით საფრენად დაიშვება, თუ:

ა) ბოლო 90 დღის განმავლობაში ამავე ტიპის სხ-ზე შესრულებული აქვს  ერთი აფრენა და დაფრენა ღამით  მმართავი პილოტის რანგში;  ან

ბ)  აქვს სფწ-ით ფრენის ოსტატობის აღნიშვნა.

6. აეროსტატის პილოტს ფრენა ეკრძალება, თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში მას აეროსტატზე არ შეუსრულებია  ერთი აფრენა- დაფრენა მაინც.

7. თუ პილოტს ერთზე მეტ შვეულმფრენზე აქვს დაშვება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  დადგენილი სამი აფრენა და დაფრენა შეიძლება ერთ ტიპზე შესრულდეს, იმ პირობით, რომ დანარჩენ ტიპებზე მას აქვს ორ-ორი საათი ნაფრენი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

8. თუ პილოტი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საფრენად დაიშვება, თუ გაივლის საფრენოსნო მომზადებას სხ-ის ტიპზე ან სხ-ის ტიპის შესაბამის სრულპილოტაჟიან საწაფზე, რაც უნდა მოიცავდეს სამ აფრენა-დაფრენას.

9. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის სხ-ის კონკრეტულ ტიპზე ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გავიდა 90 დღიდან ერთ წლამდე დრო, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს:

ა) წინასწარი მომზადება;

ბ) მომზადება საწაფზე არანაკლებ ორი სექციის ან საჰაერო ხომალდზე არანაკლებ ოთხი მარშრუტის სექტორის ოდენობით.

10. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის სხ-ის კონკრეტულ ტიპზე ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გავიდა ერთიდან სამ წლამდე დრო, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს:

ა) წინასწარი მომზადება;

ბ) მომზადება საწაფზე არანაკლებ სამი სექციის ან საჰაერო ხომალდზე  ექვსი მარშრუტის სექტორის ოდენობით.

11. თუ სხ-ის კონკრეტულ ტიპზე საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ოსტატობის ვადის ამოწურვიდან გავიდა 3 წელზე მეტი, საფრენად დაშვებამდე იგი ვალდებულია გაიაროს სხ-ის ტიპზე გადასწავლების სრული კურსი სდ-ში.

12. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს ეკრძალება საავიაციო სამუშაოს კონკრეტული სახეობის შესრულება, თუ მას უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ამ სახეობაზე არ უფრენია. საავიაციო სამუშაოებზე საფრენოსნო განმეორებითი  სწავლების  პირობებსა და მოცულობას ადგენს ექსპლუატანტი, სააგენტოსთან შეთანხმებული პროგრამების შესაბამისად.

შენიშვნა: ექსპლუატანტი და/ან სდ ვალდებულია შეიმუშაოს სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავს წინასწარ მომზადებას და საწაფზე ან საჰაერო ხომალდზე წვრთნას.

13. აკრძალულია სხ-ზე საკვალიფიკაციო/უნარების შემოწმების ან წვრთნის ჩატარება სხ-ზე მგზავრების ან ტვირთის არსებობის შემთხვევაში.

14. ავიასპეციალისტის მოწმობის გასაცემად თეორიული ცოდნის შემოწმებას ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სამოქალაქო ავიაციის სდ.

15. მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ჩატარებული მართვის ტექნიკის, აერნაოსნობისა და პრაქტიკული მუშაობის შემოწმება შეიძლება შეთავსდეს სხვა სახეობის შემოწმებასთან.

16. პილოტების საკვალიფიკაციო შემოწმების და უნარების შემოწმების შედეგები მოქმედია:

ა) მრავალპილოტიან და/ან მრავალძრავიან  თვითმფრინავზე – ერთი წლის განმავლობაში;

ბ) ერთპილოტიან და ერთძრავიან  თვითმფრინავზე და თავისუფალ აეროსტატზე – ორი წლის განმავლობაში;

გ) ერთპილოტიან და/ან მრავალპილოტიან შვეულმფრენზე – ერთი წლის განმავლობაში.   

17. აერნაოსანის და ბორტინჟინრის საკვალიფიკაციო და უნარების შემოწმების შედეგები მოქმედია ერთი წლის განმავლობაში.

18. თუ ავიასპეციალისტმა საკვალიფიკაციო შემოწმება გაიარა ოსტატობის ვადის გასვლამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში, ოსტატობას მოქმედება გაუგრძელდება ოსტატობის ვადის ამოწურვიდან ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებით.

19. მართვის ტექნიკაში, აერნაოსნობაში და პრაქტიკულ მუშაობაში უარყოფითი შეფასების მიღებისას, ავიასპეციალისტს შეიძლება დაენიშნოს დამატებითი წვრთნა, შემდგომი შემოწმებით, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს ავიასაწარმო.

20. ავიასპეციალისტი, რომელიც თეორიულ საგნებში, მართვის ტექნიკაში, აერნაოსნობაში და პრაქტიკულ მუშაობაში უარყოფით შეფასებას მიიღებს, სამუშაოდ არ დაიშვება.

21. საერთაშორისო რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს (ბორტინჟინრის გარდა) უნდა ჰქონდეს ინგლისურის ენის ცოდნის არანაკლებ მე-4 დონის (იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით) დამადასტურებელი საბუთი.“.

9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

მუხლი 12. პილოტ-ინსტრუქტორის და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნა, საწაფის პილოტ-ინსტრუქტორი

1.პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, რომელიც ახორციელებს პილოტის და პილოტ-კურსანტის მომზადებას ან/და შემოწმებას საჰაერო ხომალდზე, უნდა ფლობდეს მოქმედ პილოტის მოწმობას, მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს და პილოტ-ინსტრუქტორის და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მოქმედ ოსტატობას შესაბამისი სხ-ის ტიპზე.

2. პილოტ-ინსტრუქტორის და უფროსი პილოტი ინსტრუქტორის ოსტატობა განსაზღვრავს საჰაერო ხომალდების ტიპებს/კლასებს, რომლებზეც მას გააჩნია მომზადების ანდა შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება.

3. I-IV თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი არანაკლებ 300 სთ.

4. V თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს მეთაურის რანგში ნაფრენი არანაკლებ 50 სთ.

5. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უფროსი პილოტ-ინსტრუქტორობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს სააგენტოს შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს  განცხადება ამ წესის №18 დანართის შესაბამისად. უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) წარმატებით ჰქონდეს გავლილი სააგენტოსთან შეთანხმებული მომზადების პროგრამა/დეტალური კურსი შესაბამის სდ-ში, აგრეთვე გაცნობითი ხასიათის  ინსტრუქტაჟი სააგენტოში;

ბ) ჰქონდეს ექვსთვიანი გამოცდილება და არანაკლებ 500 ნაფრენი საათი საჰაერო ხომალდის მეთაურის რანგში იმ საჰაერო ხომალდის  ტიპზე/ხომალდების კლასზე, რომელზეც ეძლევა შეფასების ჩატარების უფლებამოსილება;

გ) დამკვირვებლის რანგში მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული მოქმედი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებულ არანაკლებ ორ შეფასებაში;

დ) უნდა ფლობდეს საჰაერო ხომალდის მეთაურის მოქმედ ოსტატობას და ბოლო 90 დღეში  შესრულებული ჰქონდეს მინიმუმ სამი აფრენა-დაფრენა;

ე) I-IV თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი არანაკლებ 200 სთ, ხოლო V თანრიგის სხ-ზე ამ ტიპზე პილოტ-ინსტრუქტორად ნაფრენი აქვს არანაკლებ 50 სთ;

ვ) წარმატებით ჰქონდეს გავლილი სააგენტოს პილოტ-ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმება.

6. თუ  უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის კანდიდატი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა-ე“ პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ იგი წარმატებით ვერ გაივლის სააგენტოს პილოტ-ინსპეტორის მიერ ჩატარებულ შემოწმებას, სააგენტო უარს იტყვის უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის მინიჭებაზე და ამის შესახებ აცნობებს კანდიდატის დამსაქმებელ ავიასაწარმოს.

7. პირი, რომელიც  აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5  პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ მას არ გააჩნია მოქმედი პილოტის მოწმობა, შეიძლება გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი მხოლოდ საწაფზე.  

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით, ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო რესურსის (ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური) გამოყოფა უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის  შესაფასებლად.

9. ავიასაწარმო პასუხისმგებელია შემოწმებისათვის გამოყენებული საჰაერო ხომალდი და საწაფი იყოს ტექნიკურად გამართული და ვარგისი/აღიარებული ვარგისად, აღჭურვილი იყოს აუცილებელი საშუალებებით შესაბამისი შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო მანევრების, პროცედურებისა და ეკიპაჟის ფუნქციების შესრულებისთვის. 

10. პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი V თანრიგის დგუშიანი ძრავის მქონე სხ-ის კონკრეტულ ტიპზე გადასწავლებისას გახდება პილოტ-ინსტრუქტორი ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი ამ ტიპზე ნაფრენის გარეშე, თუ გადასწავლებისას გაივლის დამატებით მომზადებას ინსტრუქტორის სავარძლიდან.

11. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების პილოტი-ინსპექტორი სხ-ის კონკრეტულ ტიპზე გადასწავლებისას შეიძლება გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი ამ ტიპზე ნაფრენის გარეშე, თუ მას ამ სახეობის სხ-ის ნებისმიერ ტიპზე აქვს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნა და მეთაურად მწყობრში შესვლისას გაივლის დამატებით მომზადებას ინსტრუქტორის სავარძლიდან.

12. პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნის მფლობელს უფლება აქვს ჩაატაროს:

ა) პილოტებისა და კურსანტების თეორიული და საწაფზე მომზადება;

ბ) პილოტებისა და კურსანტების საფრენოსნო მომზადება და მარშრუტზე შემოწმება (li№e check);

გ) პილოტ-ინსტრუქტორის საფრენოსნო მომზადება.

13.  უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა)  უნარების შემოწმება;

ბ) საკვალიფიკაციო და სახელსაწყო ფრენის ოსტატობის შემოწმება;

გ) მარცხენა და მარჯვენა სავარძლიდან ფრენის შემოწმება;

დ) ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პილოტების საფრენად დაშვება;

ე) პილოტებისთვის სპეციფიკური შემოწმების ჩატარება, როგორიცაა CAT II და CAT III მეტეომინიმუმით დაფრენის უფლების მინიჭება (ვერტმფრენებზე გარესაკიდელით ფრენა და ა.შ.);

ვ) საჰაერო ხომალდების საწაფზე  წვრთნის და შემოწმების ჩატარება, თუ მას აქვს საწაფზე დაშვება;

ზ) საწაფის შესაბამისობის შეფასება დადგენილი ამოცანების შესასრულებლად;

თ) კურსანტების საფრენოსნო მომზადება, დამოუკიდებელ ფრენაზე დასაშვები შემოწმება და დამოუკიდებელი ფრენების კონტროლი;

ი)  პილოტ-ინსტრუქტორისა და უფროსი პილოტ- ინსტრუქტორის საფრენოსნო მომზადება და შემოწმება.

14. უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, თუ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ნებისმიერი გარემოება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაზე, მათ შორის:

ა) თუ უფროსმა პილოტ-ინსტრუქტორმა ჩაატარა უნარების შემოწმება კანდიდატთან, რომელსაც პილოტის მოწმობის ან ოსტატობის მისაღებად უწევდა მომზადებას;

ბ) თუ განმეორებით ჩაატარა შეფასება იმ პილოტის, რომელმაც წარუმატებლად გაიარა წინა შეფასება ამავე უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან.

15. უფროს პილოტ-ინსტრუქტორს არა აქვს უფლება ჩაატაროს საკვალიფიკაციო შემოწმება/,უნარების შემოწმება, როდესაც ხორციელდება მგზავრების ან ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვა და სფწ-ის პირობების იმიტაცია.

16. უფროს პილოტ-ინსტრუქტორს არ აქვს უფლება გამოიყენოს ოსტატობით მინიჭებული უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის სხ ტიპზე/კლასზე დაშვებისა ან სახელსაწყო ფრენების ოსტატობის აღნიშვნის (საჭიროების შემთხვევაში) მოქმედების ვადა გასულია;

ბ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას ოსტატობის მოქმედების ვადის ყოველი 12 თვის პერიოდში  არანაკლებ ორი შემოწმების ჩატარების შესახებ;

გ) ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო გაუქმებული აქვს უფლებამოსილება.

17. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს ან გააუქმოს უფროს პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უფროსმა პილოტ-ინსტრუქტორმა:  

ა) პილოტის შემოწმების პროცესში ვერ უზრუნველყო შემოწმების აუცილებელი სტანდარტების, პროცედურების ან ინსტრუქციების დაცვა;

ბ)  ბოროტად გამოიყენა უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის უფლებამოსილება;

გ) დაარღვია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის  სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

დ) წარუმატებლად გაიარა ნებისმიერი შემოწმება ან ოსტატობის დამადასტურებელი შეფასება;

ე) სხ-ის ექსპლუატანტმა სააგენტოს წარუდგინა დასაბუთებული მოთხოვნა უფროსი პილოტ-ინსტრუქტორისათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე;

ვ) საჰაერო ხომალდის მეთაურის ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ფუნქციის შესრულებისას მოუვიდა საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი და გამოკვლევის შედეგად დადგინდა მისი პასუხისმგებლობა.

18.უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის გაუქმების/შეჩერების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტო განიხილავს პილოტ-ინსპექტორის წერილობით ახსნა-განმარტებას და აძლევს მას და დამსაქმებელ ავიასაწარმოს მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობას.

19. სააგენტო უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის შეჩერების ან გაუქმების შესახებ აცნობებს უფროს პილოტ- ინსტრუქტორს და მის დამსაქმებელ ავიასაწარმოს.

20. უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის სააგენტოს მიერ გაუქმების შემთხვევაში, განმეორებით იმავე პირზე  ოსტატობა არ გაიცემა.

21. უფროს პილოტ-ინსტრუქტორების მიერ ჩატარებულ შემოწმებებზე ზედამხედველობას ახორციელებენ სააგენტოს პილოტ-ინსპექტორები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორების მიერ თავისი მოვალეობებისა და ფუნქციების მიუკერძოებლად, ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის შესაბამისად შესრულება.

22. სააგენტო აწარმოებს და აქვეყნებს უფროს პილოტ-ინსტრუქტორთა რეესტრს ტიპზე/კლასზე დაშვებისა და მოქმედების ვადის მითითებით.

23. სააგენტოს მიერ გაცემული პილოტის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს გაიაროს უნარების ან საკვალიფიკაციო შემოწმება სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული პილოტის მოწმობის მფლობელთან, რომელსაც ასევე აქვს პილოტის უნარების ან საკვალიფიკაციო შემოწმების ჩატარების უფლება და აღიარებულია სააგენტოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემოწმება ხორციელდება სააგენტოს მიერ აღიარებულ სდ-ში.

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, აღიარებით დაინტერესებულმა შემმოწმებელმა  ამ წესის №8 დანართის შესაბამისად უნდა მიმართოს სააგენტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე flightstandards@gcaa.ge. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ საბუთებს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აცნობებს განმცხადებელს შემოწმების უფლების აღიარების შესახებ.

25. საწაფის ინსტრუქტორი უნდა აკმაყოფილდებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფლობს ან ფლობდა საჰაერო ხომალდის კომერციული ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის შესაბამისი სახეობის მოწმობას;

ბ) გავლილი აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება საწაფზე საჰაერო ხომალდის შესაბამის ტიპზე, განაცხადის წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში;

გ) მრავალპილოტიანი თვითმფრინავის საწაფის ინსტრუქტორი, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

გ.ა) ჰქონდეს სულმცირე 1500 საათი ნაფრენი პილოტად მრავალპილოტიან თვითმფრინავზე;

გ.ბ) განაცხადის წარდგენამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში პილოტის ან დამკვირვებლის რანგში ჰქონდეს სულ მცირე:

გ.ბ.ა)  ნაფრენი სამი სექტორი შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდზე; ან

გ.ბ.ბ) კვალიფიციურ ეკიპაჟის წევრთან ერთად გავლილი ჰქონდეს საწაფზე, მარშრუტზე ორიენტირებული საფრენოსნო სწავლება(LOFT) შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდზე. აღნიშნულ საწაფზე წვრთნა უნდა მოიცავდეს არანაკლებ ორ ფრენას ორ სხვადასხვა აეროდრომზე მინიმუმ ორი საათის მანძილზე და გაფრენისწინა და ფრენის შემდგომ ბრიფინგს.

დ) ერთპილოტიან მაღალი საექსპლუატაციო შესაძლებლობების  თვითმფრინავზე საწაფის ინსტრუქტორი,  გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტის მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

დ.ა) ჰქონდეს არანაკლებ 500 საათი ნაფრენი მეთაურის რანგში ერთპილოტიან თვითმფრინავზე;

დ.ბ) ფლობს ან ფლობდა სახელსაწყო ოსტატობას ორძრავიან თვითმფრინავზე;

დ.გ) ჰქონდეს ნაფრენი სამი სექტორი შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდზე; ან

დ.დ) კვალიფიციურ ეკიპაჟის წევრთან ერთად გავლილი ჰქონდეს საწაფზე მარშრუტზე ორიენტირებული საფრენოსნო სწავლება (LOFT) შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდზე. აღნიშნულ საწაფზე წვრთნა უნდა მოიცავდეს არანაკლებ ორ ფრენას ორ სხვადასხვა აეროდრომზე მინიმუმ ორის საათის მანძილზე, გაფრენისწინა და ფრენის შემდგომ ბრიფინგს.

ე) შვეულმფრენის საწაფის ინსტრუქტორი, გარდა ამ პუნქტის „ა“და „ბ“ქვეპუნქტის მოთხოვნებისა დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ე.ა) განაცხადის წარდგენამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში პილოტის ან დამკვირვებლის რანგში ჰქონდეს სულ მცირე ერთი საათი ნაფრენი შესაბამის ტიპზე;

ე.ბ) ორპილოტიან შვეულმფრენის შემთხვევაში ჰქონდეს სულ მცირე 1000 საათი ნაფრენი პილოტის  რანგში შვეულმფრენზე, საიდანაც არანაკლებ 350 საათი უნდა იყოს ორპილოტიან შვეულმფრენზე;

ე.გ) ერთპილოტიან ორძრავიან შვეულმფრენის შემთხვევაში ჰქონდეს არანაკლებ 500 საათი ნაფრენი პილოტის რანგში, საიდანაც 100 საათი მაინც  უნდა იყოს ერთპილოტიან ორძრავიან შვეულმფრენზე მეთაურის რანგში;

ე.დ) ერთპილოტიან ერთძრავიანი შვეულმფრენის შემთხვევაში ჰქონდეს 250 საათი ნაფრენი შვეულმფრენზე.“.

10. 18-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) გამოცდილება:

გ.ა) კანდიდატს აქვს არანაკლებ 200 (150 – შვეულმფრენისათვის) სთ ნაფრენი ან პირველადი მომზადების კურსებზე სხ-ის პილოტის რანგში ნაფრენი არანაკლებ 150 (100 – შვეულმფრენისათვის) სთ. საერთო ნაფრენში ჩართული საწაფზე მომზადება არ უნდა აღემატებოდეს 10 სთ-ს;

გ.ბ) კანდიდატს ნაფრენი აქვს სულ ცოტა:

გ.ბ.ა) თვითმფრინავზე – არანაკლებ 100 სთ მეთაურის რანგში ან თუ კანდიდატმა გაიარა პირველადი მომზადების პროგრამით გათვალისწინებული კურსი – არანაკლებ70 სთ მეთაურის რანგში და 80 სთ ინსტრუქტორთან ერთად ნაფრენი, საიდანაც 5 საათი შეიძლება იყოს სახმელეთო მომზადება;

გ.ბ.ბ) შვეულმფრენზე – არანაკლებ 35 სთ მეთაურის რანგში;

გ.ბ.გ) არანაკლებ 20 (10 – შვეულმფრენისათვის) სთ სამარშრუტო ფრენებზე შესაბამისი სხ-ის მეთაურის რანგში, ორ სხვადასხვა აეროდრომზე (მოედანზე) დაფრენით;

გ.ბ.დ) არანაკლებ 10 სთ სახელსაწყო ფრენის შესწავლისას, საიდანაც 5 სთ შეიძლება იყოს სახმელეთო წვრთნის დრო;

გ.ბ.ე) არანაკლებ 5 სთ ღამე ნაფრენი, 5 აფრენა-დაფრენის ჩათვლით, მეთაურის რანგში.

გ.გ) თუ კანდიდატს აქვს სხ-ის სხვა ტიპ(ებ)ზე პილოტის რანგში ნაფრენი, სააგენტო განსაზღვრავს ამ ნაფრენის ჩათვლის მიზანშეწონილობას და ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა" ქვეპუნქტით და „გ.ბ" ქვეპუნქტის „გ.ბ.ა'', „გ.ბ.ბ", „გ.ბ.დ'' ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შემცირების ოდენობას შემდეგი კრიტერიუმების გათვალიწინებით:

გ.გ.ა) თუ კანდიდატს სურს კომერციული პილოტის მოწმობის აღება თვითმფრინავზე და მას აქვს ნაფრენი შვეულმფრენზე ან პლანერზე, მაშინ მას ნაფრენ 200 სთ-ში ჩაეთვლება შემდეგი ნაფრენი:

გ.გ.ა.ა) შვეულმფრენზე  ნაფრენის 50%, მაგრამ არაუმეტეს 100 სთ-ისა;

გ.გ.ა.ბ) პლანერზე ნაფრენის 50%, მაგრამ არაუმეტეს 30 სთ-ისა.

გ.გ.ბ) თუ კანდიდატს სურს კომერციული პილოტის მოწმობის აღება შვეულმფრენზე და მას აქვს ნაფრენი თვითმფრინავზე, მაშინ მას ნაფრენ 150 სთ-ში ჩაეთვლება თვითმფრინავზე ნაფრენის 50%, მაგრამ არაუმეტეს 75 სთ-ისა.

შენიშვნა: ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელსაწყო და ღამის ფრენის გამოცდილება კომერციულ პილოტს არ აძლევს სხ-ის სფწ-ით მართვის უფლებას.

11.მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მიღების კანდიდატი უნდა ფლობდეს, სულ ცოტა, მოყვარული პილოტის მოწმობას ან კომერციული პილოტის მოწმობას და ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მიღებამდე და საფრენოსნო შემოწმებამდე, 18 თვის განმავლობაში გაიაროს თეორიული მომზადების კურსი (თუ არ აქვს გავლილი ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მისაღებად საჭირო თეორიული ცოდნა), შემდეგი მოცულობით:

ა) მოყვარული პილოტის მოწმობის მფლობელმა – არანაკლებ 650 სთ;

ბ) კომერციული პილოტის მოწმობის მფლობელმა – არანაკლებ 450 სთ;

გ) კომერციული პილოტის მოწმობის და სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენის უფლების მფლობელმა – არანაკლებ 400 სთ.“.

12. ამოღებულ იქნეს 26-ე მუხლი.

13. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს მოწმობის კატეგორიის შესაბამისი საავიაციო ტექნიკური სასწავლო დაწესებულების დამთავრების (პირველადი საავიაციო-ტექნიკური განათლების) დოკუმენტი (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 7192);“.

14. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 30. ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება  და ჩანაცვლება

1. სხვა სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა შეიძლება ჩანაცვლდეს ქართული მოწმობით,  ან აღიარებულ იქნეს სააგენტოს მიერ.

2. მოწმობის ჩანაცვლება გულისხმობს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის საფუძველზე, ამ პუნქტით დაადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართული მოწმობის გაცემას. ჩანაცვლებისას კანდიდატი ვალდებულია:

ა) გაიაროს სამედიცინო შემოწმება (საჭიროებისას);

ბ) ჩააბაროს თეორიული გამოცდა, თუ ითხოვს პილოტის მოწმობას;

გ) გაიაროს ოსტატობის შემოწმება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად სხ-ის იმ ტიპზე, რომელიც უნდა ჩაიწეროს მოწმობაში;

დ) წარმოადგინოს სააგენტოს მიერ  გაცემული არანაკლებ ორი აღიარების ჩანართი(მოყვარული პილოტის გარდა);

ე) პილოტს, გარდა მოყვარული პილოტისა, ნაოსანს, ბორტრადისტს და ბორტინჟინერს ჰქონდეს ნაფრენი საქართველოში რეგისტრირებულ სხ-ზე სულ მცირე 200 საათი (დასტურდება საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) წარმოდგენით);

ვ) მოყვარული პილოტის მოწმობის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სდ-ში ინგლისური ენის გამოცდა იკაოს შკალის  მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით;

ზ) აკმაყოფილებდეს ავიასპეციალისტის შესაბამისი მოწმობის გაცემისათვის  ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

3. მოწმობის ჩანაცვლებისას კანდიდატი თეორიულ გამოცდებსა და ოსტატობის შემოწმებას გადის ამ წესებით გათვალისწინებული მოცულობით, მოთხოვნილი მოწმობის სახეობის შესაბამისად. ამასთან, კანდიდატს შეუნარჩუნდება  წინანდელი ოსტატობა, თუ მან თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე სათანადო ცოდნა და უნარი გამოავლინა.

4. სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებისას სააგენტო გასცემს მოწმობის ჩანართს. ჩანართი გაიცემა ავიასპეციალისტის მოწმობის და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს  6 თვის ვადით.

შენიშვნა: ერთჯერადი ფრენის შესრულების მიზნით პილოტის აღიარების ჩანართი მოქმედია ჩანართის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში.

5. სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა ექვემდებარება აღიარებას, თუ ავიასპეციალისტი დასაქმებულია საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოში და იფრენს ან მოემსახურება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“ შეტანილ ხომალდს.

6. საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმო, სადაც მოწმობის აღიარებით დაინტერესებულმა ავიასპეციალისტმა უნდა იმუშაოს, სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სხ-ის ტიპ(ებ)ი, რომელზეც სურს ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების მიღება და წარუდგენს სააგენტოს: 

 ა) ავიასპეციალისტის მოწმობას ან მოწმობის ასლს;

 ბ) სამედიცინო სერტიფიკატს ან ასლს(გარდა სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალიტისა);

 გ) აღიარების გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) პილოტის მოწმობის აღიარებისათვის, გარდა ამ  პუნქტის „ა“„ბ“და „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

დ.ა) ავიასპეციალისტის მიერ ამ წესის №19 დანართის შესაბამისად შევსებულ ფორმას;

დ.ბ) საწაფზე ან სხ-ზე ბოლო საკვალიფიკაციო შემოწმების დამადასტურებელ საბუთის ასლს;

დ.გ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს შკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელ საბუთს;

დ.დ) საფრენოსნო წიგნაკს ან საფრენოსნო წიგნაკის მთავარი გვერდს ასლს, სადაც მითითებულია ფლობელის სახელი გვარი, და ნაფრენი საათების   ბოლო სამი გვერდის ასლს (Logbook);

ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის აღიარებისათვის, გარდა ამ პუნქტის მე-6 პუნქტის „ა" „ბ" და „გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე დოკუმენტს, რომ სხ-ის შესაბამის ტიპზე ბოლო ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვე ახორციელებდა მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

7. აღიარებისას სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს შკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ მოეთხოვება პილოტს, თუ:

ა)  ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ პილოტის მოწმობას და აქვს ინგლისური ენის ცოდნის მე-5 ან მე-6 დონე (იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით);

ბ) ინგლისური ენა არის მშობლიური ენა;

გ)  ასრულებს ერთჯერად ფრენას;

დ) საქართველოს არაკონტროლირებად ზონაში შეასრულებს ფრენებს;

ე) სხ-ის კონკრეტულ ტიპზე მწყობრში შეჰყავს ან გადაასწავლის სააგენტოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელს საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

8. მოწმობის აღიარების ჩანართის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს მოწმობის და ოსტატობების ნამდვილობას (ავთენტურობას), მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლებისთან ამ „წესების“ №15 დანართის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოწმობის აღიარება ხდება მხოლოდ ერთჯერადი ფრენის განხორცილებისას.

9. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ავიასპეციალისტის მოწმობის ჩანართს აღიარების შესახებ. მოწმობის ჩანართში აღინიშნება მოქმედების ვადა და საჰაერო ხომალდის კონკრეტული ტიპ(ებ)ი, რომელზეც გაიცა აღიარება. ჩანართს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ჩანართს დაესმის თარიღი და ბეჭედი.

(ჩანართის ინგლისური ტექსტი: This certificate, particulars of which below, is hereby validate u№der Article 1.2.2.1. of A№№ex 1 of ICAO u№til“-----------------“.

Sig№ature, Head of the CAA. Date.)

10. ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ, თუ:

ა) თუ ავიასპეციალისტი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6  პუნქტის  მოთხოვნებს;

ბ) ავიასაწარმოს მოთხოვნის საფუძველზე;

გ) ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევისას.“.

15. 31-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტისათვის მოწმობის გაცემა

1. სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტზე სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისას სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრავს, თუ რა სახეობის მოწმობა შეიძლება გაიცეს განმცხადებლზე.

2. სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტზე შეიძლება გაიცეს სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობა, თუ იგი სახელმწიფო ავიაციის სამსახურიდან დათხოვნილი არ ყოფილა არაპროფესიონალიზმის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დისციპლინარული გადაცდომის  საფუძვლით და აკმაყოფილებს ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ავიასპეციალისტის მოწმობის მიღების კანდიდატმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ამ წესის  №17 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმა;

ბ) მოწმობის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საბუთი, რომელიც პირზე გაიცა მისი სახელმწიფო ავიაციაში  ნამსახურობის დასადასტურებლად;

დ) პილოტის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ  პუნქტის „ა", „ბ’' და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

დ.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებიდან მოყვარული/კომერციული და ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მისაღებად საჭირო თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ.ბ) სახელმწიფო ავიაციაში პილოტად (მეთაურად ან მეორე-პილოტად) დანიშვნის ბრძანება ან საფრენოსნო სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც პირს მიენიჭა პილოტის კვალიფიკაცია;

დ.გ) შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;

დ.დ) შესაბამისი მოწმობის ან ოსტატობის მიღებისთვის საჭირო საფრენოსნო გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტი;

დ.ე) განაცხადის წარდგენამდე  ბოლო 12 თვის მანძილზე წარმატებით გავლილი საკვალიფიკაციო შემოწმება საჰაერო ხომალდის იმ სახეობაზე, რომლის ოსტატობის დამატებასაც ითხოვს;

დ.ვ) საფრენოსნო წიგნაკი ან ფორმა, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ავიაციაში პილოტის  სტატუსს და საჰაერო ხომალდზე ნაფრენი საათების საერთო რაოდენობას;

დ.ზ) თუ პილოტს სურს სახელსაწყო ოსტატობის მიღება, უნდა წარმოადგინოს განაცხადის წარდგენამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში წარმატებით გავლილი სახელსაწყო ოსტატობის შემოწმება საჰაერო ხომალდის იმ სახეობაზე, რომლის ოსტატობის ითხოვს და სახელმწიფო ავიაციის უწყების მიერ მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს ფრენები სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით იმ საჰაერო ხომალდის სახეობაზე, რომლის ოსტატობასაც  ითხოვს.

შენიშვნა: ამ პუნქტის „დ.ე“  და „დ.ზ“ქვეპუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საჰაერ ხომალდებზე, რომელებიც გამოიყენება როგორც სამოქალაქო ასევე სახელმწიფო ავიაციაში (ორმაგი დანიშნულების სხ-ები).

ე) ბორტინჟინრის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ  პუნქტის „ა", „ბ’' და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

ე.ა) სახელმწიფო ავიაციაში ბორტინჟინრად დანიშვნის ბრძანება ან საფრენოსნო სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც პირს მიენიჭა ბორტინჟინრის კვალიფიკაცია;

ე.ბ) შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;

ე.გ) ბორტინჟინრის მოწმობის ან ოსტატობის მიღებისთვის საჭირო საფრენოსნო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე.დ) განაცხადის წარდგენამდე ბოლო 12 თვის მანძილზე წარმატებით გავლილი საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგები საჰაერო ხომალდის იმ ტიპზე, რომლის ოსტატობის დამატებასაც ითხოვს;

ე.ე) საფრენოსნო წიგნაკი ან ფორმა, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ავიაციაში ბორტინჟინრის სტატუსს და საჰაერო ხომალდზე ნაფრენი საათების საერთო რაოდენობას;

ვ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გასაცემად, გარდა ამ  პუნქტის „ა", „ბ" და „გ“   ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გასაცემად ოსტატობის კატეგორიის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

4. მოყვარული, კომერციული, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის გაცემისას სააგენტო ითვალისწინებს სახელმწიფო ავიაციაში ოსტატობას თუ საჰაერო ხომალდის ტიპზე ოსტატობა ჩაწერილია საფრენოსნო წიგნაკში ან იდენტურ საბუთში.

5. დაუშვებელია მოყვარული, კომერციული, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის გაცემა საჰაერო ხომალდის შესაბამის სახეობაზე ოსტატობის დაშვების მითითების გარეშე.“.

16. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებისა და საწაფის აღიარება

1. სხვა ქვეყნების ის სასწავლო დაწესებულებები და საწაფები, სადაც საქართველოს ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელები სწავლობენ და იწვრთნებიან, აღიარებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ ავიასპეციალისტი აპირებს საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში.

2.  სდ-ს ან საწაფის აღიარებით დაინტერესებული ავიასაწარმო ან ფიზიკური პირი მიმართავს სააგენტოს  განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: 

ა) სდ-ის მოქმედი სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ და სერტიფიკატის დანართი, განსახორციელებელი სასწავლო პროგრამების მითითებით;

ბ) მონაცემები აღჭურვილობების (სხ-ის, საწაფის ტიპების) შესახებ;

გ) დაწესებულების სასწავლო და საწვრთნელი პროგრამები (სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში);

დ) აღიარების მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი.

3. სააგენტო  განიხილავს წარმოდგენილ მასალას, ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას და მოქმედების ვადებს სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და დადებითი დასკვნის შემთხვევაში გასცემს  კონკრეტული სდ-ის საწაფის აღიარებას. აღიარების შესახებ დგება „აღიარების ოქმი,“ რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს უფლებამოსილი პირი და განხილვაში მონაწილე სპეციალისტები.

4. სდ-ის აღიარება ხორციელდება წარმოდგენილი სერტიფიკატების მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 წლით.“.

17. 33-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. ავიასპეციალისტების ახალ ტექნიკაზე გადამზადება

1.ავიასპეციალისტების გადამზადება (თეორიული და პრაქტიკული) ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სამოქალაქო ავიაციის სდ-ში.

2. გადამზადების კანდიდატის თეორიული და პრაქტიკული მომზადება  უნდა აკმაყოფილებდეს ამ „წესების" მოთხოვნებს და კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.

3. გამონაკლის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობისას, სააგენტო უფლებამოსილია იმსჯელოს ამ „წესების" 37-ე მუხლით დადგენილი მინიმალური ნაფრენის შემცირების შესახებ ავიასაწარმოს შუამდგომლობის საფუძველზე.

4. სხ-ის ტიპზე უნარების შემოწმება უნდა მოხდეს ტიპზე თეორიული სწავლების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

   შენიშვნა: თუ სწავლება და შემდეგ უნარების შემოწმება  ჩატარდა საწაფზე, უნარების შემოწმების გავლის შემდეგ  მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს უშუალოდ საჰაერო ხომალდზე ფრენა პილოტ-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ. თუ შესვენების პერიოდი აღემატება 30 დღეს, უნდა მოხდეს ეკიპაჟის წევრის ცოდნის განახლება საწაფზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვას უშუალოდ სხ-ზე (პირველი 6 აფრენა-დაფრენა სასურველია იმ დროს როდესაც ბორტზე არ იმყოფება მგზავრი და არ არის ტვირთი).“.

18. 34-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების თანრიგები

ამ წესის მიზნებისათვის, სამოქალაქო სხ-ები, მაქსიმალური ასაფრენი მასის მიხედვით, ხუთ თანრიგად იყოფა:

ა) I თანრიგი – მაქსიმალური ასაფრენი მასა > 201 ტ;

ბ) II თანრიგი – 101 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 200 ტ;

გ) III თანრიგი – 21 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 100 ტ;

დ) IV თანრიგი – 5,7 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 20 ტ;

ე) V თანრიგი – მაქსიმალური ასაფრენი მასა  ≤ 5,7ტ; (მათ შორის – ზემსუბუქი სხ, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 750 კგ).“.

19. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 36. მწყობრში შესვლა

1. სხ-ის კონკრეტულ ტიპზე მწყობრში შეყვანის შემთხვევაში, სხ-ის სხვა ტიპზე ფრენა აკრძალულია.

2. მეორე პილოტის მწყობრში შეყვანა უნდა მოიცავდეს არანაკლებ:

ა) ტურბორეაქტიულ თვითმფრინავზე 100 სთ-ს ან 40 სექტორს;

ბ) სხვა თვითმფრინავზე, გარდა მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალიწინებულისა:

ბ.ა) 5700 კგ-ზე  მძიმე წონის ან 19-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავზე  არანაკლებ 50 სთ-ს;

ბ.ბ) 5700 კგ-ზე ნაკლები წონის ან 19-ზე ნაკლები სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავზე არანკლებ 25 სთ-ს;

გ) შვეულმფრენზე არანკლებ 50 სთ-ს.

3. ბორტგამყოლის მოწმობის მფლობელი, მწყობრში შესვლისას ვალდებულია ამ ტიპზე, შეგირდის რანგში, იფრინოს არანაკლებ 20 საათი და 15  მარშრუტის სექტორი. ოსტატობის აღნიშვნა გაიცემა ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის დასკვნის საფუძველზე.

20. მე -40 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მეთაურად მწყობრში შესვლის პროგრამა უნდა შეიცავდეს:

ა) თვითმფრინავზე არანაკლებ:

ა.ა) 30 სექტორს, როდესაც ხდება ახალ ტიპზე მომზადება;

ა.ბ) 20 სექტორს, როდესაც გამოცდილი მეორე პილოტია იმავე ტიპზე;

ბ) ორპილოტიან შვეულმფრენზე არანაკლებ:

ბ.ა) 50 სთ-ს, როდესაც ხდება ახალ ტიპზე მომზადება;

ბ.ბ)100 სთ-ს, როდესაც გამოცდილი პილოტია იმავე ტიპზე.

გ) ერთპილოტიან შვეულმფრენზე არანაკლებ 10 სექტორს.

 შენიშვნა: ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტი არ ვრცელდება 5 000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის დგუშიანი ძრავის მქონე თვითმფრინავზე.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7  და მე-8 პუნქტები:

„7. მრავალწევრიან სხ-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში არ უნდა იყოს არასაკმარისი გამოცდილების მქონე ერთზე მეტი ეკიპაჟის წევრი. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი ითვლება არასკმარისი გამოცდილების მქონედ, თუ გადასწავლების და მწყობრში შეყვანის შემდეგ არ აქვს ნაფრენი სულ მცირე: 

ა) თვითმფრინავზე 100 სთ და 10 სექტორი თანმიმდევრული 120 დღის განმავლობაში ან 150 სთ-ი და 20 სექტორი პერიოდის შეუზღუდავად;

ბ) შვეულმფრენზე 50 სთ-ი თანმიმდევრული 60 დღის განმავლობაში ან 100 სთ-ი პერიოდის შეუზღუდავად.

8. სააგენტოს თანხმობით, გამონაკლისის სახით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა შეიძლება შემსუბუქდეს  ავიაკომპანიის მიერ ახალი ტიპის საჰაერო ხომალდის ათვისების შემთხვევაში.“.

21. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. პილოტ-ინსტრუქტორის და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ინსტრუქტორად მომზადება, მოქმედების ვადის გაგრძელება (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ)

1. პილოტ-ინსტრუქტორის, უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა მოქმედია 3 წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ მისმა მფლობელმა გაიარა წვრთნა სააგენტოს მიერ შეთანხმებული პროგრამით (თეორიული სწავლება და საწაფზე/სხ-ზე წვრთნა) ან სხვა სახელმწიფოს სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ.

2. პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის ვადის გასაგრძელებლად პილოტ-ინსტრუქტორმა ოსტატობის მოქმედების ვადის განმავლობაში უნდა იფრინოს არანაკლებ 50 სთ პილოტ-ინსტრუქტორის რანგში, მაგრამ არანაკლებ 15 საათი ან  20 აფრენა – დაფრენა ყოველ წელს.

3. უფროსმა პილოტ-ინსტრუქტორმა ოსტატობის ვადის გასაგრძელებლად უნდა დააკამაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ოსტატობის ვადის ამოწურვამდე განმეორებით გაიაროს გაცნობითი ხასიათის ინსტრუქტაჟი სააგენტოში;

ბ) ოსტატობის ვადის ყოველი 12 თვის პერიოდში ჩატარებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 შემოწმება;

გ) ოსტატობის ვადის  ბოლო წელს  გაიაროს საკვალიფიკაციო შემოწმება /Proficiency Check  საწაფზე ან საჰაერო ხომალდზე (საწაფის არარსებოსბის შემთხვევაში), რომელსაც წარმართავს ან ზედამხედველობას გაუწევს სააგენტოს პილოტ-ინსპექტორი.

4. საწაფის პილოტ-ინსტრუქტორის მომზადების კურსი უნდა მოიცავდეს სულ მცირე:

ა ) 25 სთ თეორიულ სწავლებას;

ბ) 10 სთ ტექნიკურ სწავლებას, რომელიც მოიცავს ტექნიკური ცოდნის გამეორებას, გაკვეთილის გეგმის მომზადებას და საწაფზე საინსტრუქტორო უნარების განვითარებას;

გ) 5 საათიან საფრენოსნო სწავლებას შესაბამის საწაფზე ერთპილოტიანი სხ-ის, ხოლო 10 სთ-ს ორპილოტიანი სხ-ს შემთხვევაში.

5. საწაფის პილოტ-ინსტრუქტორის უფლებამოსილების განხორციელების შესახებ სააგენტო გასცემს წერილობით თანხმობას, რომელიც მოქმედია 3 წლის განმავლობაში. ვადის გასაგრძელებლად ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს საწაფზე ინსტრუქტორად ნაფრენი 50 სთ, საიდანაც 15 საათი უნდა იყოს ბოლო 12 თვის განმავლობაში და გაიაროს პრაქტიკული მუშაობის შემოწმება.

6. ყველა ინსტრუქტორი ვალდებულია სამ წელიწადში ერთხელ გაიაროს ინსტრუქტორის მომზადების თეორიული  კურსები სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში.“.

22. დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

„მუხლი 411.  ბორტგამყოლის, უფროსი ბორტგამყოლის, ბორტინჟინერის, ნაოსანის, ბორტრადისტის ინსტრუქტორად  მომზადება, მოქმედების ვადის გაგრძელება (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ვსხ)   

 1. ავიასპეციალისტი შეიძლება გახდეს ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი და ნაოსანი-ინსტრუქტორი სხ-ის ტიპზე, თუ მას ამ ტიპზე აქვს  ბორტინჟინრად ან ნაოსნად ნაფრენი 300 სთ.

 2. ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი, სხ-ის სხვა ტიპზე გადასწავლებისას, შეიძლება გახდეს ამ ტიპის ინსტრუქტორი 50 სთ. ნაფრენის შემდეგ.

3. ბორტრადისტ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს „ბორტრადისტის მოწმობის“ მფლობელი, რომელსაც აქვს სხ-ის ამ ტიპზე არანაკლებ 200 სთ  ნაფრენი.

4. ნაოსანი-ინსტრუქტორი, სხ-ის სხვა ტიპზე გადასწავლებისას, შეიძლება გახდეს ამ ტიპის ინსტრუქტორი მწყობრში შეყვანისას.

5. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორი შეიძლება გახდეს „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელი, რომელსაც:

ა) აქვს არანაკლებ ორი წლის საფრენოსნო სტაჟი, აქედან არანაკლებ ერთი წელი უფროსი ბორტგამყოლის რანგში;

ბ) გავლილი აქვს ინსტრუქტორის მომზადების თეორიული კურსი სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში;

გ) აქვს აღნიშნულ სხ-ის ტიპზე ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ მწყობრში შესვლისთვის ნაფრენი  სულ მცირე ორი მარშრუტის სექტორი.

6. უფროსი ბორტგამყოლი შეიძლება გახდეს „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელი რომელსაც:

ა) აქვს ერთი წლის საფრენოსნო სტაჟი   და საერთო ნაფრენი სულ მცირე  200 სთ;

ბ) გავლილი აქვს უფროსი ბორტგამყოლის მომზადების თეორიული კურსი;

გ) აღნიშნულ სხ-ის ტიპზე ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ შესრულებული აქვს მწყობრში შეყვანის სულ მცირე  4  მარშრუტის სექტორი.

7. ბორტგამყოლის მოწმობის  მფლობელმა არ უნდა განახორციელოს  ფრენის ინსტრუქტაჟი მოწმობის გასაცემად და ოსტატობის მისანიჭებლად, თუ მას მოწმობაში არ აქვს ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის მოქმედი ოსტატობა.

8. ოსტატობის შესანარჩუნებლად ბორტგამყოლ-ინსტრუქტორმა ყოველ წელს უნდა შეამოწმოს ხუთი ბორტგამყოლი მაინც.  

9. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის ოსტატობის აღნიშვნა მოქმედია 3 წლის განმავლობაში.“.

23.  43-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ" ქვეპუნქტი:

„დ) მოწმობის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.“;

24. 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

25. „წესების'' დანართები №1-19  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 


მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა ამ „წესების“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. „წესების“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია