კომპანია„IFI S.p.A“-სა და საქართველოს შორის დავის მორიგებით დასრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1922
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
კომპანია „IFI S.p.A“-სა და საქართველოს შორის დავის მორიგებით დასრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გოჩა ლორთქიფანიძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს კომპანია „IFI S.p.A“-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ დავასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად გასაფორმებელ ხელშეკრულებას მორიგებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს გიორგი ფიცხელაურს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს კომპანია „IFI S.p.A“-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ დავასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში დასადებ ხელშეკრულებას შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ მიერ საქართველოს მთავრობისათვის ქონების გადაცემის შესახებ.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს კომპანია „IFI S.p.A“-ს, შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალს“, შპს „დე ენდ ვესა“ და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი მორიგებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში დასადები შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ მიერ საქართველოს მთავრობისათვის ქონების გადაცემის ხელშეკრულებები.
4. მორიგებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ფულადი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის 1,232,240 (ერთი მილიონ ორას ოცდათორმეტი ათას ორას ორმოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გამოყოფა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი