2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №72/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2016
matsne.gov.ge 325 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 19.01.2016 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 10.08.2016 საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 07.11.2018 თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 24.12.2015 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 14.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №72/2016 2016 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი 2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 იმ საარჩევნო უბნებში, სადაც 2016 წლის 30 ოქტომბერს იმართება მხოლოდ არჩევნების მეორე ტური, საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაკვირვების გამოვლენის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს  საუბნო საარჩევნო კომისიაში ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაზე დაკვირვების უფლებამოსილება, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. მუხლი 2🔗 თუ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტში შემავალი ერთ-ერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრია, ასეთ შემთხვევაში საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება არ აქვს ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს, საარჩევნო კომისიაში. მუხლი 3🔗 იმ საარჩევნო უბნებში,  სადაც 2016 წლის 30 ოქტომბერს იმართება მხოლოდ არჩევნების მეორე ტური, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.  მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი წესების შესრულების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთვლელთა გამოვლენისათვის, საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტის/ სუბიექტში შემავალი პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რომელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი