საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№83
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №83

2016 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-13 პუნქტები:

„7. ამ წესების 1415 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტების მიერ ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის მათ მიერ ასათვისებელი ოდენობის (მოთხოვნილი მოცულობა) თაობაზე განაცხადის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარდგენის ვადა 2016 წლისთვის გაგრძელდეს 1 დეკემბრამდე.

8. ამ წესების 1415 მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული განაცხადის დამოწმების ვადა 2016 წლისათვის დადგინდეს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 (ხუთი) სამუშაო  დღით, ხოლო ხარვეზების არ არსებობის შემთხვევაში, განაცხადი დარეგისტრირდეს  1 (ერთ) სამუშაო დღეში.

9. ამ წესების 1415 მუხლის მე-6 პუნქტში გათვალისწინებული ნარჩენი  ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება განაცხადების რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

10. ამ წესების 1423 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის მსურველი პრეტენდენტების მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა 2016 წლისთვის გაგრძელდეს 1 დეკემბრამდე.

11. ამ წესების 1423 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული  საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონს 2016 წლისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ატარებს ამ წესების 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

12. ამ წესების 1424 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანზიტის (რეექსპორტის) მსურველი პრეტენდენტების მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა 2016 წლისთვის გაგრძელდეს 1 დეკემბრამდე.

13. ამ წესების 1424 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სატრანზიტოდ ნებადართულ მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონს ატარებს ამ წესების 41-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიილია ელოშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №83. სარეგისტრაციო კოდი — 300300000.22.025.016212.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, №83, 24.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016212 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3419515/