ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 11.11.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2016
matsne.gov.ge 286 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 13.06.2016 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 10.08.2016 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 25.10.2020 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 24.08.2020 ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 16.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №16 2016 წლის 11 ნოემბერი ქ. ბათუმი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 43-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად არ ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ფინანსდებიან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით. მუხლი 2🔗 თუ დაფინანსების მქონე პოლიტიკურ პარტიას არ ეყოლება წარმომადგენელი საარჩევნო ოლქში ან/და საარჩევნო უბანში ან/და არ მოხდა თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაბრუნება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ასევე ვრცელდება  იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებზე, რომლებიც დანიშნული იყვნენ იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალ ოლქებსა და უბნებზე, სადაც გაიმართა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური (2016 წლის 30 ოქტომბერი). მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს, ასეთი სუბიექტების მიერ ანგარიშის წარმოდგენიდან  არაუგვიანეს 5 დღისა.  მუხლი 5🔗 ამ დადგენილების შესრულების უზრუნველყოფა დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს. მუხლი 6🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.  მუხლი 7🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე