„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016422
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №56

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №133 ბრძანებასა (სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016256) და ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის   მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში (შემდგომში - დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არმყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’  საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’  საქართველოს კანონის, ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს  იურიდიული  დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;“.

3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არმყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’  საქართველოს კანონის,  ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’  საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;“.

4. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის,   ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის,  ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’  საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების  ცოდნა;“.

5. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს ტყის კოდექსის,  ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;“.

6. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;“.

7. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არმყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (გარდა მე-4, მე-5 და მე-6 წიგნებისა), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (გარდა მე-7, 71, 72 კარებისა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ),  ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’  საქართველოს კანონის,  ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს ტყის კოდექსის,  ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’  საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;“.

8. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არმყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (გარდა მე-4, მე-5 და მე-6 წიგნებისა), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (გარდა მე-7, 71, 72 კარებისა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’  საქართველოს კანონის,  ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’  საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა.

9. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არმყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (გარდა მე-4, მე-5 და მე-6 წიგნებისა), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (გარდა მე-7, 71, 72 კარებისა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), „გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;“.

10. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი

იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია ევროკავშირის სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების ,,უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;

ე) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;

ვ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

ზ) სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა;

თ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office Word, excel, power point, outlook);

ი) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.“.

11. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს მთავარ სპეციალისტი

იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სასურველია სპეცილობით მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;

დ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;

ე) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

ვ) სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა;

ზ) საოფისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office Word, Office Outlook)“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი