საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ს შორის 2015 წლის 29 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2548
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022710
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2548

2016 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ს შორის 2015 წლის 29 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-სა და შპს „ხელედულა ენერჯის“ შორის დასადები შეთანხმება საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ს შორის 2015 წლის 29 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში კომპანიის უფლებებისა და მოვალეობების შპს „ხელედულა ენერჯისთვის“ გადაცემის თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-სა და შპს „ხელედულა ენერჯის“ შორის დასადები შეთანხმება ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ხელედულა ენერჯის“ შორის დასადები ხელშეკრულება „ხელედულა 3“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.

4. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და მე-3 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების შესაბამისად, „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ის ან/და შპს „ხელედულა ენერჯის“ მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს „Anadolu Tasıt Ticaret A.S.“-ის მიერ ამავე მემორანდუმის ფარგლებში წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (257,150.00 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.

5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ შეთანხმებასა და მე-3 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

6. ამ განკარგულების მე-4 პუნქტში მითითებული წინასამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი